“ლიბერთი ბანკის” მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისთვის წარდგენილი ფინანსური ანგარიშგების თანახმად, 2022 წლის მეოთხე კვარტლის მდგომარეობით, პენსიით უზრუნველყოფილი სესხი ამჟამად 358 ათას მომხმარებელს აქვს.
ფინანსური დოკუმენტაციის თანახმად, ამ კრედიტების ჯამი 345 მილიონ ლარს შეადგენს. შესაბამისად, ერთი საპენსიო სესხის საშუალო ზომა 967 ლარია. მთლიანობაში საპენსიო სესხებზე ბანკის საკრედიტო პორტფელის 14% მოდის.
ამასთან, მეოთხე კვარტლის განმავლობაში გაცემული საპენსიო სესხების საშუალო შეწონილი ნომინალური საპროცენტო განაკვეთი 35%-ს შეადგენდა.
ინფორმაციისთვის, 2022 წლის მაისში “ლიბერთი ბანკმა” სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში კიდევ ერთხელ გაიმარჯვა და მომდევნო 7 წლით პენსიების გაცემის უფლება მოიპოვა. ამ სერვისში ბანკი სახელმწიფოსგან წელიწადში 15 მილიონ ლარს, ანუ ჯამში 105 მილიონ ლარს მიიღებს.
მაჩვენებელი მოიცავს როგორც ასაკით პენსიონერთა, ისე სოციალური პენსიების მიმღებთა მაჩვენებელს.
2025 წლის 9 თვეში საქართველოს ენერგეტიკის სექტორში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 139.9 მლნ დოლარი შეადგინა. ზრდა 9.3%-ია. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით,…
მასწავლებლებისა და ზოგადი განათლების ადმინისტრატორებისთვის გაცვლითი პროგრამა გამოცხადდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოში აშშ-ს საელჩო წერს. პროგრამის Study of the U.S. Institutes (SUSIs) ფარგლებში,…
ღვინის ეროვნული სააგენტო კომერციული ვენახის გაშენებაზე ნებართვების გაცემას 2026 წლის მარტიდან დაიწყებს. ნებართვები უფასო იქნება. ამას ითვალისწინებს მთავრობის მიერ ინიციირებული „ვაზისა…