საპენსიო სისტემის თითოეული მონაწილის საშუალო დანაზოგი 4,165 ლარია

საპენსიო სისტემის თითოეული მონაწილის საშუალო დანაზოგი 4,165 ლარია

საქართველოს საპენსიო სააგენტომ 2024 წლის ოქტომბრის მდგომარეობით ფონდის ზომის შესახებ გამოაქვეყნა ანგარიში. დოკუმენტის თანახმად, სისტემის მონაწილეთა რაოდენობაა 1.38 მილიონი, ხოლო ფონდის მთლიანი ზომა 5.8 მილიარდ ლარს შეადგენს. შესაბამისად, საპენსიო სისტემის საშუალო მონაწილის მიერ დაზოგილი თანხის მოცულობა 4,165 ლარს შეადგენს.

დაგროვებითი საპენსიო სისტემით დაზოგილ თანხებს მოქალაქეები საპენსიო ასაკის მიღწევისას, საბაზო სახელმწიფო პენსიებთან ერთად მიიღებენ, შესაბამისად, ეს მეორე საფეხურის პენსიებს წარმოადგენს. მამაკაცებისთვის საპენსიო ასაკი 65 წელს შეადგენს, ხოლო ქალებისთვის 60 წელს, შესაბამისად დაგროვებით სისტემაში კაცებს 5 წლით მეტი ხნის განმავლობაში უწევთ დაზოგვა ვიდრე ქალებს სანამ დაგროვებით პენსიას მიიღებენ.

არსებული მდგომარეობით, მოსახლეობის საპენსიო დანაზოგების 99.9%, ანუ 5.72 მილიარდი ლარი დაბალრისკიან საინვესტიციო პორტფელში არის განთავსებული. აღნიშნული პორტფელის 81% ქართულ საინვესტიციო აქტივებში არის ინვესტირებული, 19% კი უცხოურ ვალუტაშია ნომინირებული და მისი მეშვეობით საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე არის ინვესტიციები განხორციელებული. შესაბამისად, პორტფელის 59% ქართული ბანკების ლარის სადეპოზიტო სერტიფიკატებში დევს, 17% დევს საქართველოს სახაზინო ობლიგაციებში, 15.6% გლობალურ კორპორაციულ აქციებში, 3.2% ბანკის მიმდინარე ანგარიშებზე არის განთავსებული.

მოქალაქეებს იუსტიციის სახლში მიმართვით ან საპენსიო სააგენტოში მიმართვით საკუთარი საპენსიო დანაზოგის საინვესტიციო პორტფელის ცვლილება შეუძლიათ, თუმცა ამ შესაძლებლობით მხოლოდ 10 ათასმა ადამიანმა ისარგებლა.

მოქალაქეთა დანაზოგები ასე ნაწილდება:

  • კონსერვატიული (ნაკლებრისკიანი) საინვესტიციო პორტფელი – 1,378,776 მოქალაქე, 5,721,000,000 ლარი, ერთ პირზე საშუალოდ 4,149 ლარი;
  • დაბალანსებული (საშუალორისკიანი) საინვესტიციო პორტფელი – 5,141 მოქალაქე, 32,000,000 ლარი, ერთ პირზე საშუალოდ 6,224 ლარი;
  • დინამიკური (მაღალრისკიანი) საინვესტიციო პორტფელი – 4,677 მოქალაქე, 30,800,000 ლარი, ერთ პირზე საშუალოდ 6,585 ლარი;
  • ერთი მონაწილის საშუალო დანაზოგი – 4,165 ლარი.

bm.ge

მსგავსი სიახლეები

მთავრობა რესპუბლიკური საავადმყოფოს მოდერნიზების პროექტის შემუშავებაზე ₾1.3 მილიონს დახარჯავს

მთავრობა რესპუბლიკური საავადმყოფოს მოდერნიზების პროექტის შემუშავებაზე ₾1.3 მილიონს დახარჯავს

საქართველოს მთავრობის განკარგულების თანახმად, ჯანდაცვის სამინისტროს მიეცა უფლება 1.35 მილიონ ლარად, გამარტივებული წესით შეისყიდოს რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოები. მთავრობა რესპუბლიკური…
რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

6 იანვარს ლარის მიმართ საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების ოფიციალური კურსი ასეთია: 1 აშშ დოლარი – 2.6968 ლარი. გაუფასურდა 0.05 თეთრი;1 ევრო…
ნოემბერში მშენებლობის გაძვირება, ძირითადად, დარგში დასაქმებულთა ხელფასების ზრდამ განაპირობა – საქსტატი

ნოემბერში მშენებლობის გაძვირება, ძირითადად, დარგში დასაქმებულთა ხელფასების ზრდამ განაპირობა…

2025 წლის ნოემბერში მშენებლობა როგორც წლიურად ისე თვის ჭრილში გაძვირდა, რაც ძირითადად დარგში დასაქმებულთა საშუალო ხელფასის ზრდამ განაპირობა. საქსტატის მიერ დღეს…