საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო საქონლის ათეული

საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო საქონლის ათეული

საქსტატმა 2022 წლის 9 თვის საგარეო ვაჭრობის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, საქართველომ უცხოეთში ექსპორტი 37.4%-ით, 4.1 მილიარდ დოლარამდე გაზარდა. საქსტატის მიხედვით, საქართველოს უმსხვილეს საექსპორტო საქონელს სპილენძის მადნები და კონცენტრატები წარმოადგენს. მეორე ადგილს კი – მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი იკავებს. 

საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო საქონლის ათეული:

1) სპილენძის მადნები და კონცენტრატები – $753 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 31.8% (თუმცა, ეს უმეტესწილად რეექსპორტს წარმოადგენს, რადგანაც საქართველომ ამავე პერიოდში 568 მილიონის სპილენძის მადნები შეიძინა);
2) მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი – $590.5 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 75%;
3) ფეროშენადნობები – $431.6 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 36%;

4) აზოტოვანი სასუქები – $207 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 216%;
5) ღვინოები – $173 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 4%;
6) სპირტიანი სასმელები – $106 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 0%;
7) ელექტროენერგია – $84 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 467%;
8) მინერალური და მტკნარი წყლები – $80 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 23.5%;
9) მედიკამენტები – $76.5 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 5%;
10) ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები – $67 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 113%.

სხვა დანარჩენი საქონელის ექსპორტი – $1.5 მილიარდი დოლარი, მატება წინა წელთან 28%.

მსგავსი სიახლეები

6%-იანი ეკონომიკური ზრდა, რეფინანსირების განაკვეთი 7.5%… – როგორია G&T-ის პროგნოზები?

6%-იანი ეკონომიკური ზრდა, რეფინანსირების განაკვეთი 7.5%… – როგორია G&T-ის…

Galt & Taggart-ის ყოველთვიური ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, იანვარში საგარეო შემოდინებები (მათ შორის საქონლის ექსპორტი, ფულადი გზავნილები და ტურიზმის შემოსავლები) წლიურად 16.6%-ით გაიზარდა და…
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სენატორ სტივ დეინსს შეხვდა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სენატორ სტივ დეინსს შეხვდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრს, სენატორ სტივ დეინსს შეხვდნენ. ამის შესახებ…
ოპერაციის დაწყების შემდეგ უმაღლესი რანგის 49 ირანელი ლიდერია ლიკვიდირებული – თეთრი სახლი

ოპერაციის დაწყების შემდეგ უმაღლესი რანგის 49 ირანელი ლიდერია ლიკვიდირებული…

“ირანში ოპერაციის დაწყების შემდეგ უმაღლესი რანგის 49 ლიდერია ლიკვიდირებული”, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი სოციალურ ქსელში წერს. “ამ რადიკალური რეჟიმისა…