საქართველოს 10 უმსხვილესი საექსპორტო საქონლის რეიტინგი

საქართველოს 10 უმსხვილესი საექსპორტო საქონლის რეიტინგი

საქსტატმა 2024 წლის პირველი ორი თვის საგარეო ვაჭრობის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, იანვარ-თებერვალში ექსპორტმა $803 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12%-ით ნაკლებია. სტატისტიკის მიხედვით, 10 უმსხვილეს საექსპორტო საქონელს შორის პირველ ადგილს კვლავ მსუბუქი ავტომობილები იკავებს, რომლის ექსპორტის მოცულობამაც 263 მილიონი დოლარი შეადგინა, ეს მოცულობა წინა წელთან შედარებით 11%-ით გაიზარდა.

საქართველოს 10 უმსხვილესი საექსპორტო საქონლის რეიტინგი

  1. მსუბუქი ავტომობილები – $262.6 მილიონი დოლარი, ზრდა 11%;
  2. ღვინოები – $47.6 მილიონი დოლარი, ზრდა 38%;
  3. ფეროშენადნობები – $42 მილიონი დოლარი, კლება 41%;
  4. სპირტიანი სასმელები – $35 მილიონი დოლარი, ზრდა 45%;
  5. ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები – $33.8 მილიონი დოლარი, ზრდა 170%;
  6. მინერალური და მტკნარი წყლები – $21.7 მილიონი დოლარი, ზრდა 43%;
  7. აზოტოვანი სასუქები – $21.4 მილიონი დოლარი, ზრდა 2%;
  8. მედიკამენტები – $17.9 მილიონი დოლარი, ზრდა 99%;
  9. გაზიანი შაქრიანი სასმელები – $14 მილიონი დოლარი, ზრდა 35%;
  10. ოქრო დაუმუშავებელი ან ნახევრად დამუშავებული, ან ფხვნილის სახით – $14 მილიონი დოლარი, კლება 14%.

ქვეყნების მიხედვით, საქართველოს #1 საექსპორტო ქვეყანაა ყირგიზეთი, რაც ავტოექსპორტს უკავშირდება, რადგანაც $125-მილიონიან ექსპორტში 122 მილიონი დოლარი ავტომობილებზე მოდის. ყირგიზეთის მიმართულებით ექსპორტი 179%-ით არის გაზრდილი. მთავარ საექსპორტო ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი 99.5 მილიონი დოლარით (კლება წინა წელთან 11%), ხოლო მესამე პოზიციას $97 მილიონი დოლარით რუსეთის ფედერაცია იკავებს, სადაც ექსპორტი 24%-ით არის შემცირებული.

2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს 10 მთავარ საექსპორტო ქვეყანას შორის ევროკავშირის არცერთი წევრი არაა, მხოლოდ მეათე ადგილზეა შვეიცარია $14 მილიონის ექსპორტით, რომელიც EFTA-ს წევრი სახელმწიფოა.

მსგავსი სიახლეები

“დანერგე მომავლის” ბაღების კომპონენტში განაცხადების მიღება 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება

“დანერგე მომავლის” ბაღების კომპონენტში განაცხადების მიღება 28 თებერვლის ჩათვლით…

პროგრამის “დანერგე მომავალი” ბაღების კომპონენტის ფარგლებში განაცხადების მიღება მიმდინარეობს და 2026 წლის 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს. ბაღის…
ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან გამყარდა

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან გამყარდა

8 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6982 ლარი გახდა.…
2025 წლის მეორე ნახევრიდან სამიზნე 3%-ზე მაღალი ინფლაცია სურსათით არის გამოწვეული – სებ-ი

2025 წლის მეორე ნახევრიდან სამიზნე 3%-ზე მაღალი ინფლაცია სურსათით…

2025 წლის მეორე ნახევრიდან სამიზნე 3%-იან მაჩვენებელთან შედარებით მაღალი ინფლაცია სურსათით არის გამოწვეული, რაც, თავის მხრივ, დიდწილად, საბაზო ეფექტსა და ეგზოგენურ…