საქართველოში საშუალო ხელფასი ₾2,212-მდე გაიზარდა – საქსტატი

საქართველოში საშუალო ხელფასი ₾2,212-მდე გაიზარდა – საქსტატი

2025 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო ხელფასი 2,212 ლარამდე გაიზარდა – რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10.3%-ით მეტია.

ეს თანხა საშემოსავლო გადასახადის 20%-ის გამოკლებით ხელზე 1770 ლარს ნიშნავს. შესაბამისად, საქსტატის თანახმად, საქართველოში საშემოსავლო გადასახადის გამოკლებით საშუალო ხელფასი 1770 ლარია.

“2025 წლის II კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 769.5 ლარი, ხოლო კაცების – 2 655.8 ლარი იყო. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 179.3 ლარი (11.3%) შეადგინა, ხოლო კაცებში – 242.3 ლარი (10.0%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს,”- ნათქვამია საქსტატის ანგარიშში.

საქმიანობის სახეების მიხედვით, შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

  • ინფორმაცია და კომუნიკაცია – 4 176.5 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 5.4 პროცენტით);
  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 732.2 ლარი (გაიზარდა 2.5 პროცენტით);
  • მშენებლობა – 3 467.7 ლარი (გაიზარდა 17.7 პროცენტით);
  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 995.3 ლარი (გაიზარდა 4.3 პროცენტით).

 

რეგიონების მიხედვით, ყველაზე მაღალი – 2,553 ლარის ხელფასი თბილისშია, ხოლო ყველაზე დაბალი კი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 1,122 ლარის ოდენობით.

მსგავსი სიახლეები

სამეწარმეო ვენახების გაშენებაზე თანხმობა უფასოდ გაიცემა

სამეწარმეო ვენახების გაშენებაზე თანხმობა უფასოდ გაიცემა

ღვინის მწარმოებლებმა კარგად იციან, ხარისხიანი ღვინის წარმოებისთვის რამდენად მნიშვნელოვანია ვაზის ნერგების ხარისხი, გაშენების ექსპოზიცია, ნიადაგის შემადგენლობა, ვაზის ჯიშები. კომერციული ვენახების გაშენების…
გლდანის მერვე მიკრორაიონში რეკრეაციული სივრცე ეწყობა – მერია

გლდანის მერვე მიკრორაიონში რეკრეაციული სივრცე ეწყობა – მერია

გლდანის მერვე მიკრორაიონის N13 კორპუსთან რეკრეაციული სივრცე ეწყობა. სამუშაოები დაახლოებით 7 000 კვ.მ ფართობზე ჩატარდება. პროექტის საწყის ეტაპს თბილისის მერი კახა…
იანვარში საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 18%-ით გაიზარდა – მიზეზები

იანვარში საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 18%-ით გაიზარდა – მიზეზები

2026 წლის იანვარში საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება წლიურად 1.4%-ით, 910 გვტ. საათამდე შემცირდა. ამის შესახებ “თიბისი კაპიტალის” ელექტროენერგიის ბაზრის იანვრის მიმოხილვაშია აღნიშნული. ჰიდროსადგურების გამომუშავება წლიურად შემცირებულია…