2023 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში სანავთობო ბიტუმისა და გათხევადებული აირების (LPG) იმპორტი გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.
2023 წლის იანვარ-ივნისის თვეებში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 54,7 ათასი ტონა, რაც 17,1 ათასი ტონით ანუ 45,5%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (37,6 ათასი ტონა) შედარებით.
2023 წლის 6 თვის განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან – 25,5 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 46,6%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ერაყი – 15,9 ათასი ტონა (29,1%); თურქეთი – 11,9 ათასი ტონა (21,7%); აზერბაიჯანი – 1,3 ათასი ტონა (2,4%); თურქმენეთი – 0,1 ათასი ტონა (0,2%);
2023 წლის იანვარ-ივნისის თვეებში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა 25,24 ათასი ტონა, რაც 7,64 ათასი ტონით ანუ 43,4%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (17,60 ათასი ტონა) შედარებით.
2023 წლის 6 თვის განმავლობაში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტის 99,6% (25,13 ათასი ტონა) განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან.
2026 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველოში მიწების სისტემური რეგისტრაციის უფასო პროგრამა დასრულდა და აღარ გაგრძელდება. როგორც ცნობილია, რეფორმის დასრულების თარიღად 2025 წლის…
დეკემბერში წლიური ინფლაცია 4%-ს შეადგენდა, რაც ნოემბერში არსებულ 4.8%-იან ინფლაციასთან შედარებით ნაკლებია. ამის შესახებ საქსტატის 2025 წლის დეკემბრის ინფლაციის ამსახველ სტატისტიკაში…
2026 წლიდან საქართველოში ძალაში შედის მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებები და რეგულაციები, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკურ, სოციალურ და სამართლებრივ გარემოზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.…