საქართველოს ექსპორტმა 6 თვეში $3 მილიარდს გადააჭარბა – ტოპ 10 საექსპორტო საქონელი

საქართველოს ექსპორტმა 6 თვეში $3 მილიარდს გადააჭარბა – ტოპ 10 საექსპორტო საქონელი

2023 წლის 6 თვეში საქართველოდან უცხოეთში $3 მილიარდის ღირებულების საქონლის ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წელთან შედარებით 19%-ით მეტია. სტატისტიკის მიხედვით #1 ადგილს მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი იკავებს, რამაც წლის პირველ ნახევარში 990 მილიონ დოლარს მიაღწია, შესაბამისად ვაჭრობის ერთი მესამედი სწორედ ავტომობილებზე მოდის.

წლიურ ჭრილში ამ საქონლის ექსპორტი 267%-ით არის გაზრდილი. $341 მილიონით მეორე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები, რომლის ექსპორტიც წლიურ ჭრილში 36%-ით არის შემცირებული. სანაცვლოდ კი გაზრდილია ღვინის, სპირტიანი სასმელების, მინერალური წყლებისა და სხვა დასახელებების საქონლის ექსპორტი. 

საქართველოს საექსპორტო საქონლის ათეული 2023 წლის 6 თვის მდგომარეობით:

1) მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი – 990.9 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 267%;
2) სპილენძის მადნები და კონცენტრატები – 341 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 36%;
3) ღვინოები – 126 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 26%; 
4) ფეროშენადნობები – 110 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 64%;
5) აზოტოვანი სასუქები – 98 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 41%;
6) სპირტიანი სასმელები – 83.6 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 58%;
7) მინერალური და მტკნარი წყლები – 65.5 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 46%
8) გაზირებული შაქრიანი სასმელები – 58.6 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 79%;
9) თამბაქოს ნაწარმი – 53.5 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 170%;
10) ელექტროენერგია – 52 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 2.3%.

ანგარიშის თანახმად, საქართველოს მთავარი საექსპორტო ბაზარი არის სომხეთი, სადაც წლის პირველ ნახევარში 440 მილიონი დოლარის საქონელი გავიდა (ზრდა 122%); მეორე ადგილს აზერბაიჯანი იკავებს $413 მილიონი დოლარის ექსპორტით (ზრდა 44%), მესამე პოზიციაზე კი რუსეთია $344 მილიოონი დოლარის ექსპორტით, სადაც ზრდა 34%-ია.

რაც შეეხება ევროკავშირს, მასში ექსპორტი შემცირებულია, თუკი 2022 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან EU-ში 432 მილიონის ღირებულების საქონელი გავიდა, წელს ექსპორტმა $398 მილიონი დოლარი შეადგინა.  

მსგავსი სიახლეები

მოქალაქეები საპენსიო დანაზოგების კერძო აქტივების მმართველ კომპანიებში გადატანას ვეღარ შეძლებენ – კანონპროექტი

მოქალაქეები საპენსიო დანაზოგების კერძო აქტივების მმართველ კომპანიებში გადატანას ვეღარ…

საქართველოს მოქალაქეები საპენსიო აქტივების დამოუკიდებელ აქტივების მმართველ კომპანიებში გადატანას ვეღარ შეძლებენ – ამას ითვალისწინებს კანონპროექტი, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ პარლამენტს წარუდგინა. საქმე…
რეგიონის ეკონომიკური მიმოხილვა

რეგიონის ეკონომიკური მიმოხილვა

დღეს კავკასიის რეგიონის ეკონომიკას და ფინანსურ მდგომარეობას მიმოვიხილავთ. ეკონომიკურად ყველაზე უცნაურ მდგომარეობაში თურქეთია, რომელიც ერთდროულად ინფლაციას, უმუშევრობას და ეროვნული ვალუტის რეკორდულ…
მარტში მშენებლობა გაძვირდა – მიზეზი

მარტში მშენებლობა გაძვირდა – მიზეზი

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის მარტში მშენებლობა გაძვირდა. კერძოდ, 2024 წლის მარტში მშენებლობის ღირებულების ინდექსი თებერვალთან შედარებით 1%-ით, წინა წლის შესაბამის თვესთან…