საქართველო-გაერთიანებული სამეფოს სავაჭრო ბრუნვა $123 მლნ-ია – რით ვვაჭრობთ ამ ქვეყანასთან?

საქართველო-გაერთიანებული სამეფოს სავაჭრო ბრუნვა $123 მლნ-ია – რით ვვაჭრობთ ამ ქვეყანასთან?

2023 წლის 16-17 მარტს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანი ჯეიმს კლევერლი ეწვევა, რომელსაც ქართველი კოლეგა, ილია დარჩიაშვილი უმასპინძლებს. ვიზიტის ფარგლებში, ჯეიმს კლევერლი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება.

როგორია ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირები? bm.ge-მ ორ ქვეყანას შორის კავშირები ინვესტიციების, ვაჭრობის და ტურიზმის რიცხვებით მიმოიხილა.


სავაჭრო ურთიერთობა

საქართველო-გაერთიანებული სამეფოს სავაჭრო ბრუნვა 2022 წელს 123 მილიონ 309 ათას დოლარი იყო. 2021 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 16.6%-ით გაიზარდა. უნდა აღვნიშნოთ, რომ ორი ქვეყნის სავაჭრო ბრუნვა პანდემიის დაწყების წელს ყველაზე დაბალ მაჩვენებელზე იყო და 96 მლნ დოლარს შეადგენდა.

ქვეყნებს შორის ვაჭრობაში ექსპორტს მცირე წილი უკავია. დიდ ბრიტანეთში საქონლის რეალიზებით გასული წლის განმავლობაში საქართველომ მხოლოდ 15 მილიონ 720 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო. 2021 წლის მაჩვენებელთან შედარებით კლება 34.6%-ია.

2022 წელს დიდ ბრიტანეთში ექსპორტირებული საქონლის რეიტინგი, რომლის ღირებულება 1 მლნ დოლარს აღემატებოდა ასეთია:

1. ძვირფასი ლითონების ნაკეთობები – 3.7 მლნ დოლარი, 0.07 ტონა;
2. ფეროშენადნობები – 2.1 მლნ დოლარი, 1 546 ტონა;
3. ყურძნის ნატურალური ღვინოები – 1.6 მლნ დოლარი, 483 ტონა;
4. ეთილის სპირტი არადენატურირებული = 1.6 მლნ დოლარი, 105 ტონა;
5. ინიციატორები, დამაჩქარებლები რეაქციებისა და კატალიზატორები – 1.4 მლნ დოლარი, 0.02 ტონა;
6. მანგანუმის ოქსიდები – 1 მლნ დოლარი, 1 250 ტონა.

გარდა ამ საქონლისა გაერთიანებულ სამეფოში ექსპორტზე ასევე ახალი რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ქალისა ან გოგონას კოსტუმები, კომპლექტები, კომბინეზონები, ბრიჯები და შორტები, ბლუზები, პერანგები და ბატინკები ქალის ან გოგონასი, მაისურები, თბილი კვართები და სხვა ტრიკოტაჟის ნაწარმი, მზა ნაწარმი სხვა, ტანსაცმლის თარგების ჩათვლით და სხვა საქონელი გავიდა.

რაც შეეხება იმპორტს, მისი წილი ვაჭრობაში ძირითადია და გასული წლის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში სხვადასხვა დასახელების საქონლის შესაძენად 107 მილიონ 588 ათასი დოლარი გავიდა. იმპორტი 31.7%-ით მეტია 2021 წლის მაჩვენებელზე.

TOP-10 იმპორტირებული საქონლის რეიტინგი ასეთია:

1. მსუბუქი ავტომობილები – 17 მლნ დოლარი;
2. ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები – 14.5 მლნ დოლარი;
3. ეთილის სპირტი არადენატურირებული – 7.5 მლნ დოლარი, 752 ტონა;
4. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული – 5.2 მლნ დოლარი, 27 ტონა;
5. ავტომანქანების ნაწილები, ექსპლუტაციაში ნამყოფი – 4.7 მლნ დოლარი, 2 820 ტონა;
6. ტანსაცმელი და ნაწარმი ნახმარი – 2.8 მლნ დოლარი, 1 103 ტონა;
7. გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები – 2.8 მლნ დოლარი, 28 ტონა;
8. დანარჩენი საქონელი – 2.7 მლნ დოლარი;
9. ვაქცინები, სისხლი და იმუნური პროდუქტები – 2.1 მლნ დოლარი, 4 ტონა;
10. სხვა ნაკეთობები ძვირფასი ლითონებისაგან – 1.6 მლნ დოლარი.

გაერთიანებული სამეფოდან ასევე შევიძინეთ კოსმეტიკური საშუალებები, ნაწარმი შავი ლითონებისაგან, გამოსაყენებელი სარკინიგზო და ტრამვაის ლიანდაგებისათვის, ტრაქტორები და უნაგირა საწევარები, ცენტრიფუგები; აგრეგატები; ტუმბოები სითხის ხარჯსაზომით ან მის გარეშე; კვების პროდუქტები, სხვა ადგილას დაუსახელებელი; საზომი ან საკონტროლო ხელსაწყოები, სპეციალური დანიშნულების ავტომობილები, ავტოსატვირთელები და სხვა.

ინვესტიციები

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, გასულ 2022 წელს გაერთიანებული სამეფო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით პირველი ქვეყანა იყო, საიდანაც ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა. $2 მლრდ-იან FDI-ში 428 მლნ დოლარი სწორედ გაერთიანებულ სამეფოდან შემოვიდა, რაც 2021 წლის პერიოდთან შედარებით 29%-ით შემცირდა.



ტურიზმი

2022 წელს გაერთიანებული სამეფოდან საქართველოში 21 407 ვიზიტორი ეწვია, რაც პანდემიამდელ – 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 42.9%-ით არის შემცირებული.

მსგავსი სიახლეები

დავითაშვილი თურქეთის, აზერბაიჯანის და ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრებს შეხვდა – რაზე ისაუბრეს?

დავითაშვილი თურქეთის, აზერბაიჯანის და ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრებს შეხვდა –…

თურქეთის ქალაქ სტამბოლში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა მონაწილეობა მიიღო ოთხმხრივ შეხვედრაში, სადაც თურქეთის, აზერბაიჯანისა და ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრებთან ერთად რეგიონული…
რა ეკონომიკა აქვს საქართველოს “მთავარ” საექსპორტო პარტნიორ ყირგიზეთს

რა ეკონომიკა აქვს საქართველოს “მთავარ” საექსპორტო პარტნიორ ყირგიზეთს

2024 წლის 10 თვეში საქართველოს მთავარი საექსპორტო ბაზარი ნომინალურად ცენტრალური აზიის ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანა ყირგიზეთი გახდა. ცენტრალური აზიის ამ ქვეყანაში ექსპორტი…
ცესკოს თავმჯდომარემ ქონებრივი დეკლარაცია შეავსო – მისი წლიური ანაზღაურება 162,000 ლარია

ცესკოს თავმჯდომარემ ქონებრივი დეკლარაცია შეავსო – მისი წლიური ანაზღაურება…

ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა ქონებრივი დეკლარაცია შეავსო, რომელიც 2023 წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავლებს და არსებული მდგომარეობით საბანკო ანგარიშებზე თანხებს და უძრავ…