საშუალო ხელფასი დღეს 2000 ლარზე მეტია, 4 წლის თავზე 3 500 ლარამდე გაიზრდება – ირაკლი კობახიძე

საშუალო ხელფასი დღეს 2000 ლარზე მეტია, 4 წლის თავზე 3 500 ლარამდე გაიზრდება – ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მომდევნო 4 წელიწადში სამთავრობო პროგრამის მიხედვით 200 000-მდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება, ხოლო საშუალო ხელფასი 3 500 ლარამდე გაიზრდება. ირაკლი კობახიძემ ამ საკითხებზე მთავრობის განახლებული შემადგენლობის პირველ სხდომაზე ისაუბრა.

მთავრობის მეთაურის თქმით, გასული 2.5 წელიწადის განმავლობაში შეიქმნა 170 000 ახალი სამუშაო ადგილი.

“უკვე გაკეთებული საქმე გვაძლევს ამ მიზნის თამამად დასახვის საშუალებას და აბსოლუტურად რეალურია, რომ 4 წელიწადში შეიქმნება 200 000 ახალი სამუშაო ადგილი. შესაბამისად, 4 პროცენტიან ნიშნულს ჩამოსცდება უმუშევრობა ჩვენს ქვეყანაში, რაც არის საშუალო ევროპულ მაჩვენებელზე დაბალი მაჩვენებელი. ესეც არის, მართალია, ამბიციური მიზანი, მაგრამ აბსოლუტურად განხორციელებადი და შესრულებადი. საშუალო ხელფასი 4 წლის თავზე გაიზრდება 3 500 ლარამდე, დღევანდელი მაჩვენებელი არის უკვე 2000 ლარზე მეტი, თუმცა ზრდა ამ კუთხით არის მნიშვნელოვანი და 3 500 ლარს გადააჭარბებს 4 წლის თავზე ჩვენი პროგრამის თანახმად საშუალო ხელფასი“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერმა ასევე ისაუბრა სიღარიბის შემცირებაზე.

„რა თქმა უნდა, ეკონომიკურ ზრდასთან ერთად შემცირდება სიღარიბეც და ჩვენი ამბიციური და შესრულებადი მიზანია სიღარიბე ჩამოცდეს 4%-ს 4 წლის თავზე, რასაც აუცილებლად გავაკეთებთ. ამისთვის მნიშვნელოვანია მთელი რიგი პროექტების განხორციელება, განსაკუთრებით ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერება. ამ კუთხით გვაქვს ძალიან დიდი პოტენციალი, განსაკუთრებით იმ მოვლენების ფონზე, რომელიც ვითარდება მსოფლიოში და რეგიონში, ამისთვის საკმაოდ დიდი ინვესტიციები იდება, მათ შორის, ინფრასტრუქტურის განვითარებაში. თქვენ იცით, რომ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები, მათ შორის, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით. გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები აეროპორტების მშენებლობა-გაფართოებასთან დაკავშირებით, ანაკლიის პროექტი, რკინიგზის მოდერნიზაცია, შავი ზღვის კაბელის პროექტი. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს დამატებით ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას და ზრდას. ენერგეტიკის სფეროში გვაქვს ძალიან ამბიციური მიზნები. 8 000 მეგავატს უნდა გადააჭარბოს ენერგეტიკულმა განვითარებამ და ელექტროენერგიის გამომუშავებამ 4 წელიწადში. ეს არის ასევე ამბიციური, მაგრამ განხორციელებადი მიზანი აბსოლუტურად. უკვე დაწყებულია მუშაობა ამასთან დაკავშირებით და პროცესები, რა თქმა უნდა, გრძელდება“, – განაცხადა პრემიერ – მინისტრმა.

ბიემჯი

მსგავსი სიახლეები

Bloomberg-ის სისტემაში ერთი დოლარის ღირებულება 2.8750 ლარს აღწევს

Bloomberg-ის სისტემაში ერთი დოლარის ღირებულება 2.8750 ლარს აღწევს

Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ამ დროისთვის ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.8750 ლარს შეადგენს, რაც ვაჭრობის დასაწყისში არსებულ 2.81-ის კურსს 6.5 თეთრით აღემატება.…
Enka Renewables-მა საქართველოს არბიტრაჟში $383 მილიონი მოუგო

Enka Renewables-მა საქართველოს არბიტრაჟში $383 მილიონი მოუგო

კომპანია Enka Renewables-მა საქართველოს საერთაშორისო არბიტრაჟში 383.2 მილიონი დოლარი მოუგო – ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია აქვეყნებს. საარბიტრაჟო დავა 2021 წლის ოქტომბერში…
ბალტიის ქვეყნებმა სავიზო სანქციები დაუწესეს ივანიშვილს, გომეულაურს და შს-ს მაღალჩინოსნებს

ბალტიის ქვეყნებმა სავიზო სანქციები დაუწესეს ივანიშვილს, გომეულაურს და შს-ს…

ადამიანთა უფლებების დარღვევის გამო, ბალტიის ქვეყნებმა ბიძინა ივანიშვილს, ვახტანგ გომელაურს და შინაგან საქმეთა სამინისტროს 9 მაღალჩინოსანს სავიზო სანქციები დაუწესეს. ბალტიის სამ…