სახელმწიფო ელექტროსისტემა 300-მილიონიან მოგებაზეა

სახელმწიფო ელექტროსისტემა 300-მილიონიან მოგებაზეა

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ 2022 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც კომპანიამ გასული წლის განმავლობაში 304 მილიონი ლარის წმინდა მოგება გამოიმუშავა.

ფინანსური დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ ამ მოგების უმთავრესი მდგენელი ლარის გაცვლითი კურსიდან მიღებული მოგება იყო. საქმე იმაშია, რომ კომპანიას გააჩნია უცხოურ ვალუტაში ნომინირებული მნიშვნელოვანი სესხები, ხოლო ლარის გამყარების გამო ამ სესხების ნაშთი (ლარში გამოსახული) შემცირდა, რაც ფინანსურ ანგარიშში დადებით შემოსავლად ფიქსირდება. ანგარიშის მიხედვით, საკურსო მოგებამ 167.5 მილიონი ლარი, ანუ მთლიანი მოგების ნახევარზე მეტი შეადგინა.

რაც შეეხება კომპანიის მთლიან შემოსავალს, მან 2022 წელს 346 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 53 მილიონი ლარით მეტი იყო. კომპანიამ გასულ წელს 39 მილიონი ლარის ხელფასები გასცა, მისი აქტივების ცვეთის და ამორტიზაციის ხარჯი კი 71 მილიონი ლარი იყო. სხვა საოპერაციო ხარჯებმა კი 29 მილიონი ლარი შეადგინა. მთლიანობაში კომპანიის საოპერაციო მოგება 168 მილიონი ლარი იყო, რასაც 136 მილიონი ლარის ფინანსური შემოსავლებიც დაემატა, რის შედეგადაც სახელმწიფო ელექტროსისტემამ გასული წელი 304 მილიონი ლარის წმინდა მოგებით დახურა.

კომპანიის აქტივები 1.7 მილიარდ ლარს, მისი ვალდებულებები კი 1.2 მილიარდ ლარს შეადგენს. 

სახელმწიფო ელექტროსისტემა ქვეყანაში მაღალი ძაბვის ელექტროკაბელებს მართავს, კომპანიის შემოსავლის მთავარი წყარო ელექტროენერგიის გადაცემის მომსახურების გაწევაა.

მსგავსი სიახლეები

“ჩვენი მოლოდინით, 2026 წელს საშუალოდ ინფლაცია 3.5% იქნება” – სებ

“ჩვენი მოლოდინით, 2026 წელს საშუალოდ ინფლაცია 3.5% იქნება” –…

ეროვნული ბანკის ცენტრალური პროგნოზის შესაბამისად, როგორც მოსალოდნელი იყო, მთლიანმა ინფლაციამ ნორმალიზება დაიწყო და დეკემბრის მდგომარეობით, ინფლაციის წლიურმა დონემ 4.0% შეადგინა, ხოლო…
ოქროს ფასის ზრდის შედეგად, მისი ღირებულება გაორმაგდა და რეზერვებს დამატებით $502.3 მლნ შემატა – სებ

ოქროს ფასის ზრდის შედეგად, მისი ღირებულება გაორმაგდა და რეზერვებს…

2025 წელს სავალუტო ბაზარზე არსებული ხელსაყრელი პირობებისა და ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორების ფონზე, საქართველოს ეროვნული ბანკი უცხოური ვალუტის შესყიდვებს აქტიურად ახორციელებდა,…
მთავრობა რესპუბლიკური საავადმყოფოს მოდერნიზების პროექტის შემუშავებაზე ₾1.3 მილიონს დახარჯავს

მთავრობა რესპუბლიკური საავადმყოფოს მოდერნიზების პროექტის შემუშავებაზე ₾1.3 მილიონს დახარჯავს

საქართველოს მთავრობის განკარგულების თანახმად, ჯანდაცვის სამინისტროს მიეცა უფლება 1.35 მილიონ ლარად, გამარტივებული წესით შეისყიდოს რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოები. მთავრობა რესპუბლიკური…