სებ-მა ივლისში ბაზრიდან $278 მილიონი დოლარი შეისყიდა

სებ-მა ივლისში ბაზრიდან $278 მილიონი დოლარი შეისყიდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზრის ივლისის თვის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, პერიოდის განმავლობაში სებ-მა Bmacth პლატფორმის გამოყენებით $278 მილიონი დოლარი შეისყიდა. მთლიანად იანვარ-ივლისის ინტერვენციების მოცულობამ კი 1.34 მილიარდი დოლარი შეადგინა. 

ეროვნული ბანკი დოლარს სავალუტო რეზერვების შევსების პოლიტიკის ფარგლებში ყიდულობს. ამჟამად სავალუტო რეზერვები 5.4 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც ისტორდიულ მაქსიმუმს წარმოადგენს. ყველაზე დიდი – $322 მილიონიანი ინტერვენცია აპრილში განხორციელდა, ხოლო მაისში გაცვლითმა კურსმა გაუფასურება დაიწყო, რის გამოც სებ-ს საპირისპირო მიმართულებით მოუწია თანხების გაყიდვა და 2 ივნისს გამართულ სავალუტო აუქციონზე 17 მილიონი დოლარი გაყიდა.

სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის  შემსრულებლის,  ნათია თურნავას განცხადებით, დოლარის შესყიდვებს ეროვნული ბანკი ახორციელებს მაშინ, როდესაც სავალუტო ბაზარზე პოზიტიური ვითარება აღინიშნება. 

“ვაკვირდებით ბაზარს და როცა კი შესაძლებლობა გვეძლევა და პოზიტიური ვითარებაა ყოველთვის ვცდილობთ ჩვენი სავალუტო რეზერვები შევავსოთ. სავალუტო რეზერვები არის ჩვენი ქვეყნის უნარი გაუმკლავდეს სამომავლო შოკებს. ზოგადად, რაც უფრო მაღალია რეზერვების მაჩვენებელი უფრო კარგად ფასდება და უფრო დაბალია ქვეყნის საფინანსო სექტორის რისკიანობა. ამიტომ, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიები რეზერვების დონეს დიდი ყურადღებით აკვირდებიან და ითვალისწინებენ. არსებული ვითარება გვაძლევს საშუალებას ძალიან ფრთხილად და მცირე მოცულობით შევავსოთ ჩვენი რეზერვები ისე რომ სავალუტო ბაზარზე ზეწოლა არ მოხდეს. დღეს ვართ რეზერვების ადეკვატურობის ზონაში, მაგრამ შესაძლებლობა გვაქვს შევავსოთ რეზერვები რომ ამას გავაკეთებ მხოლოდ ხელსაყრელი პირობების შემთხვევაში. ისე რომ ამან ბაზარზე დამატებითი ზეწოლა არ მოახდინოს”,- ამბობს თურნავა.

ეროვნულმა ბანკმა Bmatch პლატფორმით სავალუტო შესყიდვები 2022 წლის მეორე ნახევარში გაზარდა, რაც ქვეყანაში გაზრდილ ფულად შემოდინებებს უკავშირდებოდა. საუბარია გაზრდილ შემოსავალზე ტურიზმიდან, ფულადი გზავნილებიდან, ექსპორტიდან და სხვა წყაროებიდან.

მსგავსი სიახლეები

აპრილში საქართველოში 1.5%-იანი წლიური ინფლაცია იყო

აპრილში საქართველოში 1.5%-იანი წლიური ინფლაცია იყო

საქართველოში წლიური ინფლაციის ტემპი დაჩქარდა – საქსტატის თანახმად, აპრილში წლიურმა ინფლაციამ 1.5% შეადგინა, რაც ბოლო რაც ბოლო 11 თვის განმავლობაში ინფლაციის…
აქტიურად ვავითარებთ სატრანსპორტო ქსელს სხვადასხვა პროექტებით – ლევან დავითაშვილი

აქტიურად ვავითარებთ სატრანსპორტო ქსელს სხვადასხვა პროექტებით – ლევან დავითაშვილი

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ ქვეყნის სატრანსპორტო ქსელი აქტიურად ვითარდება სხვადასხვა პროექტებით. ამის შესახებ დავითაშვილმა აზიის განვითარების ბანკის 57-ე…
საქართველო გამოირჩევა სტრატეგიული მდებარეობით – ლაშა ხუციშვილი ADB-ის წლიურ შეხვედრაზე

საქართველო გამოირჩევა სტრატეგიული მდებარეობით – ლაშა ხუციშვილი ADB-ის წლიურ…

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აცხადებს, რომ ევროპისა და აზიის შეხვედრის წერტილში მყოფი საქართველო გამოირჩევა სტრატეგიული მდებარეობით, რომელიც განვითარებად ბაზრებზე განუმეორებელ წვდომას უზრუნველყოფს.…