საქართველოდან საჰაერო გზით გადატვირთული ტვირთების მოცულობა მზარდია. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 4 თვეში საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 10 599 ტონა შეადგინა. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტვირთბრუნვა 61%-ითაა გაზრდილი.
საჰაერო გადამზიდავ კომპანიებში გაზრდილ სტატისტიკას ჩინეთიდან მზარდ ტვირთნაკადს და ელექტრონული კომერციის გააქტიურებას უკავშირებენ.
კომპანია CAMEX Airlines-ის საინვესტიციო პროექტის ხელმძღვანელი BMG-სთან აცხადებს, რომ როგორც გლობალურად, ასევე საქართველოში ელექტრონულ კომერციას და ონლაინ სავაჭრო პლატფორმებზე მოთხოვნა მზარდია, რაც საჰაერო გადაზიდვების ბაზარზე დადებითად აისახება.
გიორგი სეთურიძის თქმით, ავიაგადაზიდვებზე გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, წლის ბოლომდე კომპანია დამატებითი რეისების დანიშვნას გეგმავს.
„ჩვენ ძირითადად საერთაშორისო ტვირთებს ვემსახურებით, ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით. საქართველოს ბაზარზე ჩამოგვაქვს როგორც საქართველოსთვის განკუთვნილი, ასევე მეზობელი ქვეყნების ტვირთები, ეს ალბათ წელიწადში დაახლოებით 6 ათასი ტონაა. ეს ძირითადად ელექტრონული კომერციაა, რომელზე მოთხოვნაც ბოლო წლებში მუდმივად მზარდია და იმედია, რომ ეს ტენდენცია მომავალი 2-3 წლის განმავლობაში გაგრძელდება. ჩვენ ევროპის მიმართულებით კვირაში 8 რეისს ვახორციელებთ და ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე ეს ციფრი გაორმაგდება“, – განაცხადა გიორგი სეთურიძემ.
ცნობისთვის, საქართველოდან ტვირთების გადაზიდვა შარშანაც გაიზარდა. ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, შარშან საჰაერო გზით 25 ათას ტონაზე მეტი ტვირთი გადაიზიდა, რაც 2023 წელთან შედარებით, 25%-ით იყო გაზრდილი.
თბილისის მერიის ინფორმაციით, დიდუბის რაიონის გამგეობა, იროდიონ ევდოშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეიდან ერთი თვის განმავლობაში, საავტომობილო…
ინვესტორებს შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ეკონომიკის სამინისტროს მიმართ 116 მილიონი დოლარისა და 54 მილიონი ლარის ჯარიმები აქვთ დაკისრებული – ამის შესახებ სახელმწიფო…
ონლაინ პლატფორმებზე სურსათის (ისევე როგორც სხვა პროდუქტების) შეძენა, დღეს საკმაოდ აქტუალურია. სოციალურ ქსელში ხშირია სხვადასხვა სახის სურსათის შეთავაზებების შემთხვევები, რაც გარკვეულ…