საქსტატმა უმაღლესი განათლების მქონეთა ჯგუფში დასაქმების დონე გამოიკვლია. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, 20-34 წლის მოქალაქეთა ჯგუფში, რომელთაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება დასრულებული აქვთ გამოკითხვამდე 3-წლიან პერიოდში, დასაქმების დონე მხოლოდ 48%-ს შეადგენს.
ამასთან, დასაქმების დონე უფრო დაბალია ქალების შემთხვევაში და ის 44.7%-ს შეადგენს, ხოლო კაცებისთვის ის 52.4%-ია.
“ახალ კურსდამთავრებულთა დასაქმების დონე გაიანგარიშება 20-34 წლის პირებზე, რომლებიც ერთდროულად აკმაყოფილებენ შემდეგ პირობებს: 1. არიან დასაქმებულები; 2. განათლების უმაღლესი მიღწეული დონე შეესაბამება განათლების საერთაშორისო სტანდარტული კლასიფიკაციის (ISCED) 3-8 დონეს (ზოგადი საშუალო განათლება და მეტი); 3. არ სწავლობნენ და არ გადიოდნენ ტრენინგებს გასული ოთხი კვირის განმავლობაში; 4. განათლების უმაღლესი მიღწეული დონე დამთავრებული აქვთ გამოკითხვამდე 3 წლის განმავლობაში”, – ნათქვამია საქსტატის მეთოდოლოგიაში.
ამასთან, საქსტატის თანახმად ბოლო წლების განმავლობაში უმაღლესი განათლების ახალ კურსდამთავრებულთა შორის დასაქმების დონე მცირდება:
თბილისის მერიის ინფორმაციით, დიდუბის რაიონის გამგეობა, იროდიონ ევდოშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეიდან ერთი თვის განმავლობაში, საავტომობილო…
ინვესტორებს შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ეკონომიკის სამინისტროს მიმართ 116 მილიონი დოლარისა და 54 მილიონი ლარის ჯარიმები აქვთ დაკისრებული – ამის შესახებ სახელმწიფო…
ონლაინ პლატფორმებზე სურსათის (ისევე როგორც სხვა პროდუქტების) შეძენა, დღეს საკმაოდ აქტუალურია. სოციალურ ქსელში ხშირია სხვადასხვა სახის სურსათის შეთავაზებების შემთხვევები, რაც გარკვეულ…