ფრისტაილის ჩემპიონატისთვის სპორტსმენთა სოფლის მშენებლობა 14 მილიონი დაჯდება

ფრისტაილის ჩემპიონატისთვის სპორტსმენთა სოფლის მშენებლობა 14 მილიონი დაჯდება

2023 წლის 19 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით, საქართველომ თავისუფალი სტილით სრიალში თხილამურებითა და სნოუბორდით მსოფლიო ჩემპიონატს უნდა უმასპინძლოს.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 14.3-მილიონიანი ხელშეკრულება, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფმა კომპანია MTA-მ კომპანია არჯიესესთან გააფორმა. დოკუმენტის თანახმად, კონტრაქტომა ჩემპიონატის დაწყებამდე სპორტსმენთა სოფელი უნდა ააშენოს. უშუალოდ მშენებლობა 12.2 მილიონი, ხოლო ნაგებობების ექსპლოატაცია 2.1 მილიონი ლარი დაჯდება.

 თანხით უნდა აშენდეს დროებითი ნაგებობები, რომლებიც სპორტსმენებს, ასევე დამსწრე პირებს მოემსახურება.

“პროექტის შესაბამისად, სპორტსმენთა სოფლის მშენებლობისთვის განხორციელდება 122 ერთეული კონტეინერის წარმოება/მონტაჟი, 4 ერთეული დიდი ანაკრები კონსტრუქციის მოწყობა (არანაკლებ 1400 კვ.მ), მიწის სამუშაოები, შეჯიბრის ფურნიტურით, IT Hardware ტექნიკითა და 68 ერთეული ტუალეტით უზრუნველყოფა და მომსახურება,”- ნათქვამია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ჩემპიონატის მასპინძლობის ორგანიზება, შესაბამისი ინფრასტრუქტურის პროექტირება და მშენებლობა სახელმწიფოს დაახლოებით 300 მილიონი ლარი დაუჯდა.

მსოფლიო ჩემპიონატის პროექტის ფარგლებში ბაკურიანში აშენდა ახალი საბაგიროები, ხელოვნური გათოვლაინების სისტემები, წყლის ხელოვნური რეზერვუარები, 6 ახალი საშეჯიბრო ტრასა, შეძენილი იქნა სპეც.ტექნიკა უსაფრთხოების ინვენტარი. შესაბამისად, განხორციელდა დაახლოებით 300 მლნ ლარის ინვესტიცია.

ჩემპიონატის ყველაზე ძვირად ღირებულ ინფრასტრუქტურას გათოვლიანების სისტემა წარმოადგენს, რომლისთვისაც კომპანია TECHNOALPIN-თან 90.5 მილიონი ლარის კონტრაქტი გაფორმდა. ასევე ხელოვნური ტბების მოწყობისთვის 79.7-მილიონიანი ხელშეკრულება გაფორმდა.

მსგავსი სიახლეები

სოხუმის აეროპორტის ამოქმედება ზაფხულამდე იგეგმება – ე.წ. ელჩი

სოხუმის აეროპორტის ამოქმედება ზაფხულამდე იგეგმება – ე.წ. ელჩი

“სოხუმის ახალი აეროპორტის ამოქმედება 2025 წლის ტურისტული სეზონის დაწყებამდე იგეგმება”, – ამის შესახებ პროპაგანდისტულ გამოცემა Sputnik-თან, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ელჩმა რუსეთში,…
აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება

აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება. ინფორმაციას რუსული მედია ე.წ. ცესკო-ზე დაყრდნობით ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში…
მერიის 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტით, ხარჯები 241 მლნ-ით, 1.8 მილიარდამდე მცირდება

მერიის 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტით, ხარჯები 241 მლნ-ით,…

თბილისის მერიამ საკრებულოს 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი წარუდგინა, რომელიც საკრებულოში განხილვების შემდეგ დაკორექტირდება. ბიუჯეტის პირველადი პროექტით, თბილისის მერიის ხარჯები 1,781,853,300…