ქართული ღვინის ექსპორტის ღირებულება გაიზარდა, მოცულობა კი 12.2%-ით შემცირდა – საექსპორტო ბაზრები

ქართული ღვინის ექსპორტის ღირებულება გაიზარდა, მოცულობა კი 12.2%-ით შემცირდა – საექსპორტო ბაზრები

ქართული ღვინის საექსპორტო ფასი გაიზარდა. 2023 წლის 11 თვეში საქართველოს საექსპორტო პროდუქტებს შორის ყურძნის ნატურალური ღვინოები მეორე ადგილზეა. ოფიციალური სტატისტიკით, წელს, ქვეყნიდან 239.3 მლნ აშშ დოლარის 83.1 ტონა ღვინო გაიყიდა. 2022 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან ღვინის ექსპორტი 231.9 მლნ აშშ დოლარის 94.7 ტონა იყო. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექსპორტის ღირებულება 3.2%-ით გაიზარდა, მოცულობით კი, გასულ წელთან შედარებით 12.2%-ით შემცირდა.

ღვინის მთავარი საექსპორტო ქვეყანა, ტრადიციულად რუსეთია, რომელზეც ექსპორტის 65.7% მოდის. წელს საქართველომ რუსულ ბაზარზე 157.3 მლნ აშშ დოლარის ღვინო გაყიდა. რაც შეეხება სხვა საექსპორტო ბაზრებს, ჩამონათვალი ასეთია:

  • რუსეთი – 157.3 მლნ აშშ დოლარის 58.2 ტონა; (წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 149,9 მლნ აშშ დოლარის 65.8 ტონა)
  • პოლონეთი – 13.3 მლნ აშშ დოლარის 5.3 ტონა; (13.8 მლნ აშშ დოლარის 6.2 ტონა)
  • უკრაინა – 13.2 მლნ აშშ დოლარის 4.7 ტონა; (11.6 მლნ აშშ დოლარის 5.2 ტონა)
  • ჩინეთი – 10.3 მლნ აშშ დოლარის 2.8 ტონა; (11.4 მლნ აშშ დოლარის 3.4 ტონა)
  • ყაზახეთი – 8.5 მლნ აშშ დოლარის 2.7 ტონა; (9.3 მლნ აშშ დოლარის 3.3 ტონა)
  • ბელარუსი – 7.5 მლნ აშშ დოლარის 2.6 ტონა; (6.2 მლნ აშშ დოლარის 2.5 ტონა)
  • აშშ – 4.8 მლნ აშშ დოლარის 764 ტონა; ( 4.9 მლნ აშშ დოლარის 918 ტონა)
  • გერმანია – 4.3 მლნ აშშ დოლარის 948 ტონა; (3.1 მლნ აშშ დოლარის 786 ტონა)
  • ლატვია – 3.6 მლნ აშშ დოლარის 1.06ტონა; (4.1 მლნ აშშ დოლარის 1.5 ტონა)
  • ლიეტუვა – 850.3 ათასი აშშ დოლარის 627.8 ტონა; (1.9 მლნ აშშ დოლარის 726 ტონა)

ღვინის მთავარ საექსპორტო ბაზართან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ ოფიციალურ სტატისტიკას თუ თვიურ ჭრილში შევხედავთ, საქონლის ექსპორტი აგვისტოს შემდეგ ზედიზედ მეოთხე თვეა მცირდება. ხაზგასასმელია, რომ 2023 წლის დასაწყისიდან რუსეთში ღვინის ექსპორტი თვეების მიხედვით წლიურად მზარდი იყო, იანვარში ზრდამ 22.3% შეადგინა, თებერვალში 9%, მარტში 62.4%, აპრილში 42%, მაისში 25.4%, ივნისში 7.1%, ივლისში კი, 17.3%.

აგვისტოს შემდეგ კი ექსპორტი მცირდება. ბოლო 4 თვის სტატისტიკა ასეთია:

  • აგვისტო – 12,9 მლნ აშშ დოლარი; კლება 28.7%;
  • სექტემბერი – 16.9 მლნ აშშ დოლარი; კლება 11%;
  • ოქტომბერი – 14.9 მლნ აშშ დოლარი; კლება 23.5%;
  • ნოემბერი – 13.4 მლნ აშშ დოლარი; 35.8%;

ჯამური მონაცემით, 4 თვეში რუსეთში ღვინის ექსპორტი 24.9%-ით შემცირდა.

მსგავსი სიახლეები

უძრავ ქონებაზე მოთხოვნა განსაკუთრებით რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ქართველების მხრიდან გაიზარდა – Eristavi Estates

უძრავ ქონებაზე მოთხოვნა განსაკუთრებით რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ქართველების მხრიდან…

RENTALS & Eristavi Estates-ის მმართველი პარტნიორი ზურაბ ერისთავი საინვესტიციო ბანკ Galt & Taggart-ის მიმოხილვაში გამოკვეთილ აქცენტებს ეთახმება, რომლის მიხედვით, უძრავი ქონების…
არ გაუშვათ შესაძლებლობა ხელიდან… ჩვენი კავშირის კარი საბოლოოდ ფართოდ ღიაა! – ჰერჩინსკი

არ გაუშვათ შესაძლებლობა ხელიდან… ჩვენი კავშირის კარი საბოლოოდ ფართოდ…

წლის ბოლოს ევროკავშირი გადაწყვეტს, გადადგამს თუ არა საქართველო შემდეგ ნაბიჯს მისი წევრობისკენ. ეს შესაძლებლობა არსებობს სწორედ ახლა. არ გაუშვათ ის ხელიდან. ჩვენი…
„ნაბეღლავი“ კორეაშიც გაიყიდება

„ნაბეღლავი“ კორეაშიც გაიყიდება

„ნაბეღლავი“ უკვე კორეაშიც გაიყიდება, – ამის შესახებ “წყალი მარგებელის” სტრატეგიული განვითარების მენეჯერმა, თინა მახარაძემ გადაცემა რედაქტ2-ში სტუმრობისას განაცხადა. „ზოგადად, კომპანია იზრდება…