შემოდის თუ არა საქართველოში ე.წ. “სოციალური” ჩინური ბანკი? – საელჩოს პასუხი

შემოდის თუ არა საქართველოში ე.წ. “სოციალური” ჩინური ბანკი? – საელჩოს პასუხი

ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტში ჩინურმა კორპორაციამ, China Communications Construction Company-მ გაიმარჯვა, ქვეყანაში გააქტიურდა საუბარი იმის შესახებ, თითქოს საქართველოში შემოსვლას ახალი ჩინური ბანკი გეგმავდა, რომელიც ე.წ. “სოციალურ მოდელს” აირჩევდა და მომხმარებლებს სესხებს საბაზრო ფასთან შედარებით დაბალ პროცენტში, დეპოზიტებს კი პირიქით – მაღალ პროცენტში შესთავაზებდა.

ამ თემაზე საქართველოში ჩინეთის საელჩოს მრჩეველს, ჭაო ჩუანის ვესაუბრეთ, რომელმაც განაცხადა, რომ ასეთი სიახლის შესახებ არ სმენია. საპირწონედ ამისა, დიპლომატმა განაცხადა, რომ ქართულ საბანკო სტრუქტურაში ჩინური ბანკი უკვე არის – საუბარია “ბაზის ბანკზე”, რომელიც რამდენიმე წლის წინ Xinjiang Hualing Group-მა შეიძინა.

“საქართველოში მოქმედ ჩინურ ბანკებს შორის გამოირჩევა ბაზის ბანკი, რომელიც შეიძინა Xinjiang Hualing Group-მა. მას შემდეგ ბაზის ბანკი სწრაფად იზრდება. 2023 წელს იგი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ იქნა აღიარებული, როგორც ყველაზე სწრაფად მზარდი ბანკი საქართველოში და ამჟამად მეოთხე ადგილზეა ქართულ საბანკო ინდუსტრიაში.

ჩინეთის ბანკები და ფინანსური ინსტიტუტები მზად არიან მხარი დაუჭირონ „სარტყელი და გზის“ ინიციატივის ერთობლივ მშენებლობას. ჩინეთის ექსპორტ-იმპორტის ბანკი და სხვა ბანკები განსაკუთრებით არიან ორიენტირებული ინფრასტრუქტურის, „შუა დერეფნის“ და ენერგეტიკულ სექტორში პროექტების მხარდაჭერაზე. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს აქტიურად გამოიკვლიოს ჩინურ საბანკო ინსტიტუტებთან თანამშრომლობის კონკრეტული შესაძლებლობები”, – განაცხადა საქართველოში ჩინეთის საელჩოს მრჩეველმა BMG-სთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა 712 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 124 მილიონი ლარით, ანუ 21%-ით მეტია. ამ პერიოდში, “ბაზის ბანკმა” 17 მილიონის წმინდა მოგება დააგენერირა, ანუ ამ მხრივ, ჩინურ ბანკზე ბაზრის 2.4%-იანი წილი მოდის.

მსგავსი სიახლეები

სოხუმის აეროპორტის ამოქმედება ზაფხულამდე იგეგმება – ე.წ. ელჩი

სოხუმის აეროპორტის ამოქმედება ზაფხულამდე იგეგმება – ე.წ. ელჩი

“სოხუმის ახალი აეროპორტის ამოქმედება 2025 წლის ტურისტული სეზონის დაწყებამდე იგეგმება”, – ამის შესახებ პროპაგანდისტულ გამოცემა Sputnik-თან, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ელჩმა რუსეთში,…
აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება

აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება. ინფორმაციას რუსული მედია ე.წ. ცესკო-ზე დაყრდნობით ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში…
მერიის 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტით, ხარჯები 241 მლნ-ით, 1.8 მილიარდამდე მცირდება

მერიის 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტით, ხარჯები 241 მლნ-ით,…

თბილისის მერიამ საკრებულოს 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი წარუდგინა, რომელიც საკრებულოში განხილვების შემდეგ დაკორექტირდება. ბიუჯეტის პირველადი პროექტით, თბილისის მერიის ხარჯები 1,781,853,300…