“ჩინეთში შევხვდით კერძო სექტორს, ჩამოვიტანეთ კონკრეტული წინადადებები, პროექტები და შევთანხმდით შემდგომ ნაბიჯებზე“ – ნადარეიშვილი

“ჩინეთში შევხვდით კერძო სექტორს, ჩამოვიტანეთ კონკრეტული წინადადებები, პროექტები და შევთანხმდით შემდგომ ნაბიჯებზე“ – ნადარეიშვილი

„მნიშვნელოვანი და ძალიან ნაყოფიერი ვიზიტი დავასრულეთ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში“ – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა ჩინეთში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

ირაკლი ნადარეიშვილმა ის მიმართულებები გამოყო, სადაც ჩინეთთან თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

„განსაკუთრებით გამოვყოფდი საინვესტიციო მიმართულებებს, ენერგეტიკის, ავტოწარმოების, ტრანსპორტის და ლოგისტიკის მიმართულებით. გავმართეთ ძალიან მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრები კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, ჩამოვიტანეთ კონკრეტული წინადადებები, კონკრეტული პროექტები და თითქმის ყველა მიმართულებით შევთანხმდით შემდგომ ნაბიჯებზე, რაც ძირითადად გამოიხატება ჩინური მხარის ჩართულობაში პროექტების დამუშავების, დეტალური შესწავლის და, საბოლოო ჯამში, ერთობლივი გადაწყვეტილებების განხორციელების მიმართულებით“ – განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

მისივე თქმით, მიღწეული შეთანხმებების ფარგლებში უახლოეს პერიოდში საქართველოში ჩინური დელეგაციების ვიზიტი იგეგმება.

„უახლოეს მომავალში საქართველოში სამუშაო ჯგუფებს ველოდებით სხვადასხვა კომპანიიდან და სექტორიდან, რათა სამუშაო პროცესი უკვე ადგილზე გავაგრძელოთ“ – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მსგავსი სიახლეები

“ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში გარკვეული სამუშაო ჯგუფების ჩამოყალიბებაზე შევთანხმდით” – გენადი არველაძე

“ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში გარკვეული სამუშაო ჯგუფების ჩამოყალიბებაზე შევთანხმდით” –…

“საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა ხელს უწყობს ჩინეთის სახელმწიფოსთან ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას,“ – ამის შესახებ განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების…
ძალიან გაზრდილია ჩინეთიდან საქართველოში ინვესტიციების განხორციელების ინტერესი – მარიამ ქვრივიშვილი

ძალიან გაზრდილია ჩინეთიდან საქართველოში ინვესტიციების განხორციელების ინტერესი – მარიამ…

„ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობა მივიღეთ გლობალური მდგრადი ტრანსპორტის ფორუმში, სადაც სიტყვით გამოსვლისას ამომწურავად ვისაუბრეთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობაზე, ისევე როგორც საქართველოს…
ირაკლი კობახიძე ჩინეთის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის დელეგაციას შეხვდა

ირაკლი კობახიძე ჩინეთის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის (NEAC) დელეგაციას შეხვდა, რომელსაც კომისარი ცინ იჭი ხელმძღვანელობს. საქართველოს მთავრობის…