წელს სახელმწიფო ბიუჯეტს 360 მლნ დაემატება – პრემიერი

წელს სახელმწიფო ბიუჯეტს 360 მლნ დაემატება – პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიმდინარე წლის ბიუჯეტს 360 მლნ ლარი დაემატება. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა და აღნიშნა, რომ ბიუჯეტის გადახედვის საშუალებას ეკონომიკის ზრდის მაღალი მაჩვენებელი იძლევა.

„ჩვენ მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს. პირველი 4 თვის განმავლობაში დაფიქსირდა ეკონომიკური ზრდის 9%-იანი მაჩვენებელი და ეს ყველაფერი ჩვენ ბიუჯეტის გაზრდის შესაძლებლობას გვაძლევს. წელს დაგვემატება 360 მლნ ლარი. ეს თანხა გადანაწილდება ისეთ სფეროებზე როგორიც არის ჯანდაცვა, განათლება, კულტურა, თავდაცვა, ასევე რეგიონული განვითარება.

არსებული ზრდის ტემპის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია, ზრდის კიდევ უფრო მეტად დაჩქარება, რაც ბიუჯეტზე პირდაპირ აისახება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები

ინვესტორებს შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ეკონომიკის სამინისტროს მიმართ $116 მილიონისა და ₾54 მილიონის ჯარიმები აქვთ დაკისრებული

ინვესტორებს შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ეკონომიკის სამინისტროს მიმართ $116 მილიონისა…

ინვესტორებს შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ეკონომიკის სამინისტროს მიმართ 116 მილიონი დოლარისა და 54 მილიონი ლარის ჯარიმები აქვთ დაკისრებული – ამის შესახებ სახელმწიფო…
სეს-ი რეკომენდაციებს ავრცელებს, რა უნდა გავითვალისწინოთ ონლაინ პლატფორმებზე სურსათის შეძენისას

სეს-ი რეკომენდაციებს ავრცელებს, რა უნდა გავითვალისწინოთ ონლაინ პლატფორმებზე სურსათის…

ონლაინ პლატფორმებზე სურსათის (ისევე როგორც სხვა პროდუქტების) შეძენა, დღეს საკმაოდ აქტუალურია. სოციალურ ქსელში ხშირია სხვადასხვა სახის სურსათის შეთავაზებების შემთხვევები, რაც გარკვეულ…
თვალჭრელიძის ქუჩაზე 762 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცა

თვალჭრელიძის ქუჩაზე 762 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცა

თვალჭრელიძის ქუჩაზე, 762 დევნილ ოჯახს ახალი საცხოვრებელი ბინა გადაეცა. დევნილი ოჯახებისთვის ბინების გადაცემის ღონისძიებაზე პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მომდევნო წლის…