2023 წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 3 000-მდე ბიზნესოპერატორი დააჯარიმაv

2023 წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 3 000-მდე ბიზნესოპერატორი დააჯარიმაv

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,  2023 წელს უწყებამ ჯამში 30 000-მდე სხვადასხვა მიმართულების ბიზნესი შეამოწმა.

როგორც სეს-ის უფროსის მოადგილე ვასილ ბასილაძემ „ბიზნესპარტნიორთან“განმარტა, 30 000 სახელმწიფო კონტროლის შედეგად ჯამში 3 000-მდე სამართალდარღვევა გამოვლინდა, რაზეც სააგენტომ ბიზნესოპერატორები დააჯარიმა.

„სხვადასხვა მიმართულების დარღვევები იკვეთება, როგორც ეტიკეტირების,  ასვე სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევის მიმართულებით. ყველა დარღვევას შესაბამისი ჯარიმა ესადაგება.  რაც შეეხება უშუალოდ რძის სექტორს, ამ მიმართულებით მიმდინარე წელს სააგენტომ სამასამდე დარღვევა გამოავლინა. მათ შორის როგორც სანიტარულ-ჰიგიენური, ისე ეტიკეტირებისა და მიკრობიოლოგიური დაბინძურების შემთხვევები იყო.“ -აღნიშნა ვასილ ბასილაძემ.

მისივე განმარტებით, წინა წლებთან შედარებით სიტუაცია გაუმჯობესებულია და დარღვევების რაოდენობა შემცირებულია.

bp.ge

მსგავსი სიახლეები

აპრილში საქართველოში 1.5%-იანი წლიური ინფლაცია იყო

აპრილში საქართველოში 1.5%-იანი წლიური ინფლაცია იყო

საქართველოში წლიური ინფლაციის ტემპი დაჩქარდა – საქსტატის თანახმად, აპრილში წლიურმა ინფლაციამ 1.5% შეადგინა, რაც ბოლო რაც ბოლო 11 თვის განმავლობაში ინფლაციის…
აქტიურად ვავითარებთ სატრანსპორტო ქსელს სხვადასხვა პროექტებით – ლევან დავითაშვილი

აქტიურად ვავითარებთ სატრანსპორტო ქსელს სხვადასხვა პროექტებით – ლევან დავითაშვილი

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ ქვეყნის სატრანსპორტო ქსელი აქტიურად ვითარდება სხვადასხვა პროექტებით. ამის შესახებ დავითაშვილმა აზიის განვითარების ბანკის 57-ე…
საქართველო გამოირჩევა სტრატეგიული მდებარეობით – ლაშა ხუციშვილი ADB-ის წლიურ შეხვედრაზე

საქართველო გამოირჩევა სტრატეგიული მდებარეობით – ლაშა ხუციშვილი ADB-ის წლიურ…

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აცხადებს, რომ ევროპისა და აზიის შეხვედრის წერტილში მყოფი საქართველო გამოირჩევა სტრატეგიული მდებარეობით, რომელიც განვითარებად ბაზრებზე განუმეორებელ წვდომას უზრუნველყოფს.…