რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024-2030 წლების სტრატეგია გამოაქვეყნა. სტრატეგიაში საუბარია პრიორიტეტებზე, რომლებიც მომდევნო წლებში უნდა შესრულდეს და მათ შორის არის ინფრასტრუქტურული პროექტები, უფრო კონკრეტულად წყალმომარაგების მიმართულებით.
სტრატეგიაში წერია, რომ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისა და მთის ფონდის ფარგლებში გაგრძელდება მაღალმთიან დასახლებებში წყლის სტაბილური მიწოდებისთვის შესაბამისი სამუშაოების დაფინანსება.
“ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგიის” მიხედვით, მომდევნო წლებში დაგეგმილი წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებასთან ერთად, ხელს შეუწყობს რეგიონებში სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განვითარებას, რაც დადებითად აისახება ადგილობრივ მცხოვრებლებზე.
წყალმომარაგების მიმართულებით განსახორციელებელი პროექტების შედეგად, 2025 წელს საქართველოს ქალაქების მოსახლეობის 100%-ს ექნება უწყვეტი ხელმისაწვდომობა სტანდარტების შესაბამის წყალმომარაგებაზე, ხოლო 2030 წლისთვის, სხვადასხვა ტიპის გადაწყვეტებით, მთელი ქვეყნის მოსახლეობის 100%-ს ექნება წვდომა სტანდარტების შესაბამის წყალზე.
აგრეთვე, დაგეგმილია გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირება, რისთვისაც განხორციელდება წყალარინების ქსელისა და ჩამდინარე წყლების გამწმენდი საშუალებების მოწყობა, რაც შეამცირებს ჩამდინარე წყლებით გარემოს დაბინძურებას. მაღალმთიანი დასახლებებიც ამ ერთიან ხედვაში მოიაზრება”, – წერია სტრატეგიაში.
თბილისის მერიის ინფორმაციით, დიდუბის რაიონის გამგეობა, იროდიონ ევდოშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეიდან ერთი თვის განმავლობაში, საავტომობილო…
ინვესტორებს შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ეკონომიკის სამინისტროს მიმართ 116 მილიონი დოლარისა და 54 მილიონი ლარის ჯარიმები აქვთ დაკისრებული – ამის შესახებ სახელმწიფო…
ონლაინ პლატფორმებზე სურსათის (ისევე როგორც სხვა პროდუქტების) შეძენა, დღეს საკმაოდ აქტუალურია. სოციალურ ქსელში ხშირია სხვადასხვა სახის სურსათის შეთავაზებების შემთხვევები, რაც გარკვეულ…