6%-იანი ეკონომიკური ზრდა, რეფინანსირების განაკვეთი 7.5%… – როგორია G&T-ის პროგნოზები?

6%-იანი ეკონომიკური ზრდა, რეფინანსირების განაკვეთი 7.5%… – როგორია G&T-ის პროგნოზები?

Galt & Taggart-ის ყოველთვიური ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, იანვარში საგარეო შემოდინებები (მათ შორის საქონლის ექსპორტი, ფულადი გზავნილები და ტურიზმის შემოსავლები) წლიურად 16.6%-ით გაიზარდა და 1.1 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.

უფრო დეტალურად, საქონლის ექსპორტი წინა წელთან შედარებით 19%-ით გაიზარდა და 480.4 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 13.4%-ით გაიზარდა 325.3 მილიონ აშშ დოლარამდე, ხოლო ფულადი გზავნილები 16.6%-ით გაიზარდა და 282.6 მილიონი აშშ დოლარი იყო.

მიმოხილვაში მოყვანილია საინვესტიციო ბანკის მოლოდინებით ძირითად მაჩვენებლებთან დაკავშირებით. Galt & Taggart მიმდინარე წელს ასეთ პროგნოზებს აკეთებს:

  • ეკონომიკური ზრდა 6%;
  • საშუალო წლიური ინფლაცია 3%;
  • ინფლაციის დინამიკის შემსუბუქება მომდევნო თვეებში შექმნის სივრცეს თანდათანობითი ნორმალიზაციისთვის და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი კუმულაციურად 50 საბაზისო პუნქტით, 7.5%-მდე შემცირდება;
  • ლარის/აშშ დოლარის საშუალო გაცვლითი კურსი 2.68;
  • ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი $5 მილიარდს მიაღწევს.

მსგავსი სიახლეები

საქართველოს ეკონომიკური ზრდა ევროპის მასშტაბითაა გამორჩეული – პრემიერი

საქართველოს ეკონომიკური ზრდა ევროპის მასშტაბითაა გამორჩეული – პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ეკონომიკური ზრდა ძალიან გამორჩეულია არა მთელს რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე თქვა. პრემიერმა…
რა ფაქტორებმა განაპირობეს მაისში 11.6%-იანი ეკონომიკური ზრდა? – განმარტება

რა ფაქტორებმა განაპირობეს მაისში 11.6%-იანი ეკონომიკური ზრდა? – განმარტება

საქართველოს ეკონომიკა მაისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11.6%-ით გაიზარდა – ამის შესახებ საქსტატის მიერ დღეს გავრცელებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი. 2022…
ეკონომიკური ზრდის წლიურ პროგნოზს მთავრობა მოგვიანებით გადახედავს – მინისტრი

ეკონომიკური ზრდის წლიურ პროგნოზს მთავრობა მოგვიანებით გადახედავს – მინისტრი

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ხელისუფლება მიმდინარე 5 თვის მაჩვენებლებიდან გამომდინარე, ეკონომიკური ზრდის წლიურ პროგნოზს (6%-ს) მოგვიანებით გადახედავს. ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა…