Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ამ დროისთვის ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.8750 ლარს შეადგენს, რაც ვაჭრობის დასაწყისში არსებულ 2.81-ის კურსს 6.5 თეთრით აღემატება.
ეს ჯერჯერობით ოფიციალური გაცვლითი კურსი არაა, მას სებ-ი 17:00-ზე განაახლებს, კომერციულ ბანკებში კი ერთი დოლარის შეძენა 2.91-2.95 ლარის ფარგლებში არის შესაძლებელი.
2024 წლის განმავლობაში დოლარის მაქსიმალური ღირებულება 2.8690 ლარი იყო, რაც 14 ივნისს, პარლამენტის მიერ რუსული კანონის მიღების შემდეგ დაფიქსირდა. ამჟამინდელი გაუფასურება კი ქართული ოცნების მიერ ერთპარტიულად არჩეული მთავრობის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომელიც ევროკავშირთან გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხის 2028 წლამდე გადადებით არის განპირობებული.
დღეის ოფიციალური კურსით ერთი დოლარი 2.7794 ლარი ღირს, შესაბამისად მისი ნახტომისებურად გაუფასურება არის მოსალოდნელი.
საქართველოს მთავრობის განკარგულების თანახმად, ჯანდაცვის სამინისტროს მიეცა უფლება 1.35 მილიონ ლარად, გამარტივებული წესით შეისყიდოს რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოები. მთავრობა რესპუბლიკური…
6 იანვარს ლარის მიმართ საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების ოფიციალური კურსი ასეთია: 1 აშშ დოლარი – 2.6968 ლარი. გაუფასურდა 0.05 თეთრი;1 ევრო…
2025 წლის ნოემბერში მშენებლობა როგორც წლიურად ისე თვის ჭრილში გაძვირდა, რაც ძირითადად დარგში დასაქმებულთა საშუალო ხელფასის ზრდამ განაპირობა. საქსტატის მიერ დღეს…