EU-ის დირექტივა მოითხოვს, რომ ევროკავშირის ყველა კომპანიამ კორპორაციული პასუხისმგებლობის ანგარიშგების მოთხოვნები დააკმაყოფილოს – ედრიან ფოზარდი

EU-ის დირექტივა მოითხოვს, რომ ევროკავშირის ყველა კომპანიამ კორპორაციული პასუხისმგებლობის ანგარიშგების მოთხოვნები დააკმაყოფილოს – ედრიან ფოზარდი

ევროკავშირის დირექტივა მოითხოვს, რომ ევროკავშირის ყველა კომპანიამ დააკმაყოფილოს კორპორაციული პასუხისმგებლობის ანგარიშგების მოთხოვნები, – ამის შესახებ მსოფლიო ბანკის პროგრამების მენეჯერმა აღმოსავლეთ ევროპასა და შუა აზიაში, ედრიან ფოზარდიმ “ანალიტიკასთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

წამყვანის კითხვაზე, რას ურჩევდა ის ერთი მხრივ BARTA-ს, მის გუნდს და მეორე მხრივ, გადაწყვეტილების მიმღებ პირებს საქართველოში, რესპონდენტი პასუხობს:

“ვფიქრობ, ერთი მთავარი გამოწვევა ამ გზაზე კორპორაციული მდგრადობის ანგარიშგებების მომზადებას დაუკავშირდება. ევროკავშირის დირექტივა მოითხოვს, რომ ევროკავშირის ყველა კომპანიამ დააკმაყოფილოს კორპორაციული პასუხისმგებლობის ანგარიშგების მოთხოვნები და სტანდარტები. ეს მოიცავს 50 ათას მსხვილ კომპანიას ევროკავშირში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სავაჭრო პარტნიორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ასევე დააკმაყოფილონ იმავე ტიპის მოთხოვნები. ეს ძალიან დიდი გამოწვევაა. ამას სჭირდება ახალი ტიპის უნარები. ახალი გამოწვევები იქნება თავად ანგარიშგების ხარისხთან დაკავშირებითაც. ეს მოითხოვს, საქართველოს მიერ ისეთი სტანდარტების შემუშავებას, რომლებიც თანხვედრილი იქნება ევროკავშირის სტანდარტებთან. ამ ეტაპზე, ვფიქრობ, საქართველომ უკვე უნდა დაიწყოს ფიქრი იმის შესახებ, თუ როგორ მოემზადება ამ პროცესისთვის, ამ ახალი გამოწვევისთვის.

ამ ნაწილში ალბათ საჭირო გახდება ქვეყნის სამოქმედო გეგმის მომზადება – რომ გამოჩნდეს, როგორ იქნება წარმართული კორპორაციული მდგრადობის ანგარიშგების პროცესი საქართველოს კონტექსტში, როგორ იქნება ეს პროცესი წარმართული ეროვნული სტანდარტების შესაბამისად. რაც შეეხებათ ბიზნესებს, დიდი გამოწვევაა ავთენტურობის დაცვა – რეალისტური სურათის ჩვენება და საკუთარ კომპანიასთან დაკავშირებული ამბის სწორად გადმოცემის უნარი. კომპანიებმა უნდა შეძლონ კარგი ამბის მომზადება – რომელიც აჩვენებს მათ მიღწევებს, მათ წარმატებას, მაგრამ ამავდროულად არის გულწრფელი და გამჭვირვალე მათ წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ. ეს ნაწილი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინვესტორებისთვის. მათ უნდა ჰქონდეთ წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა არის კარგად და სად არის რისკები. გულწრფელობა და გამჭვირვალობა ყოველთვის საუკეთესო პრაქტიკაა. დამალული ინფორმაცია არ არსებობს – შესაბამისად, ყოველთვის კარგია, როცა ეს ინფორმაცია პარტნიორებს თავიანთი კორპორაციული პარტნიორებისგან მიეწოდებათ. ჩვენ მხარს ვუჭერთ კომპანიებს, დახვეწონ თავიანთი კორპორაციული ანგარიშგებები; დროულად წარმოადგინონ, ფაქტებს დააფუძნონ და კარგად გადმოსცენ ამბავი”, – განაცხადა მან.

მსგავსი სიახლეები

სოხუმის აეროპორტის ამოქმედება ზაფხულამდე იგეგმება – ე.წ. ელჩი

სოხუმის აეროპორტის ამოქმედება ზაფხულამდე იგეგმება – ე.წ. ელჩი

“სოხუმის ახალი აეროპორტის ამოქმედება 2025 წლის ტურისტული სეზონის დაწყებამდე იგეგმება”, – ამის შესახებ პროპაგანდისტულ გამოცემა Sputnik-თან, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ელჩმა რუსეთში,…
აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება

აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება. ინფორმაციას რუსული მედია ე.წ. ცესკო-ზე დაყრდნობით ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში…
მერიის 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტით, ხარჯები 241 მლნ-ით, 1.8 მილიარდამდე მცირდება

მერიის 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტით, ხარჯები 241 მლნ-ით,…

თბილისის მერიამ საკრებულოს 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი წარუდგინა, რომელიც საკრებულოში განხილვების შემდეგ დაკორექტირდება. ბიუჯეტის პირველადი პროექტით, თბილისის მერიის ხარჯები 1,781,853,300…