Galt & Taggart-ი მოელის, რომ 2024 წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს 8%-მდე შეამცირებს, ამის შესახებ საინვესტიციო ბანკის მიმოხილვაში არის ნათქვამი.
“ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2024 წლის 13 მარტს რეფინანსირების განაკვეთი 0.75 პროცენტული პუნქტით შეამცირა 8.25%-მდე. არსებული დაბალი ინფლაციის გათვალისწინებითა და წითელი ზღვის კრიზისთან მიმართებით შემცირებული დაძაბულობის ფონზე, ჩვენ მოველით რომ რეფინანსირების განაკვეთი დამატებით 0.25 პროცენტული პუნქტით 8%-მდე შემცირდება ჩვენი საბაზო სცენარით”, – ნათქვამია მიმოხილვაში.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2024 წლის 8 მაისს ჩატარდება.
პროგრამის “დანერგე მომავალი” ბაღების კომპონენტის ფარგლებში განაცხადების მიღება მიმდინარეობს და 2026 წლის 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს. ბაღის…
8 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6982 ლარი გახდა.…
2025 წლის მეორე ნახევრიდან სამიზნე 3%-იან მაჩვენებელთან შედარებით მაღალი ინფლაცია სურსათით არის გამოწვეული, რაც, თავის მხრივ, დიდწილად, საბაზო ეფექტსა და ეგზოგენურ…