ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, წელს სამ კვარტალში ქვეყანაში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა 5.6%-ით 5.3 მილიონამდე გაიზრდება. ტრადიციულად ყველაზე მეტი ვიზიტი რუსეთიდან შედგა 1 245 744. წლიური ზრდა რუსეთიდან 12%-ია. მეორე ადგილზეა თურქეთი 963 633 ვიზიტით, თურქეთის შემთხვევაში კლება 9%-ს შეადგენს. მესამე ადგილს კი სომხეთი იკავებს 720 114 ვიზიტით, აქ კლება 1.7%-ია.
ამ სამი ქვეყნის გარდა Top-15-ში შედიან:
ისრაელი – 293 699 (მატება 28%);
აზერბაიჯანი – 220 168 (მატება 35%);
ყაზახეთი – 139 246 (კლება 5%);
ბელარუსი – 127 265 (მატება 7.7%);
ინდოეთი – 103 968 (მატება 19%);
უკრაინა – 101 930 (მატება 14%);
ჩინეთი – 96 333 (მატება 45%);
ირანი – 96 305 (კლება 20%);
საუდის არაბეთი – 84 384 (მატება 9%);
გერმანია – 65 968 (მატება 5%);
პოლონეთი – 64 210 (მატება 21%);
უზბეკეთი – 61 949 (მატება 23%).
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ვერცერთი ქვეყანა ათეულში ვერ მოხვდა. 2025 წლის სამ კვარტალში ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან ჯამში 394 ათასზე მეტი ვიზიტი შედგა, რაც წლიურად 13%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ევროკავშირის ქვეყნებიდან ვიზიტების კუთხით გერმანია და პოლონეთი ლიდერობენ.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უზბეკეთის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრ ლაზიზ კუდრატოვს შეხვდა, რომელიც საქართველოში საქართველო-უზბეკეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომის…
„დევნილ ოჯახს, რომელსაც არც ერთი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ მიუღია საცხოვრებელი ფართი ან შესაბამისი ანაზღაურება, ბინის ნაცვლად ფულადი კომპენსაციის მოთხოვნა შეუძლია.…
ტაილანდში მიმდინარე საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში სებ-ის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, დელეგაციასთან…