დავით აღმაშენებლის 950 წლისთავისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციაზე თსუ რექტორმა აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ დავით აღმაშენებლის ეპოქის სამხედრო ხელოვნებაზე მოხსენება წაიკითხა. „ღონისძიებაზე წარმოდგენილ მოხსენებებში მიმოხილულია დავითის ეპოქის ცალკეული საკითხები, მისი როლი კავკასიის გაერთიანების, ზოგადად სახელმწიფოს ფორმირების პროცესში. „დავით აღმაშენებელი – კავკასიის შემკრები (გამაერთიანებელი)” – მოხსენება წაიკითხა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა. დავით აღმაშენებლის 950 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტის ორგანიზებით გიმართა.
ქართული ღვინისთვის უმსხვილესი საექსპორტო ბაზარი ტრადიციულად რუსეთია. გასულ 2024 წელს, ჯამურად ამ ქვეყანაში 182,6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 66,715,032 ლიტრის ღვინის…
საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის (ლარის) 30 წლის იუბილეს აღნიშვნას გეგმავს, რისთვისაც 771 ათასი ლარი დაიხარჯება. “ლარის 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად…
ქალაქ სტამბოლის მერის დაკავების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ დევნის დაწყების და პროტესტის გამწვავების ფონზე, თურქული ლირა რეკორდულად გაუფასურდა. 19 მარტს 1 ამერიკული…