დედაქალაქში მშენებარე ობიექტების შესახებ ინფორმაციის გადამოწმება ელექტრონულად იქნება შესაძლებელი

დედაქალაქში მშენებარე ობიექტების შესახებ ინფორმაციის გადამოწმება ელექტრონულად იქნება შესაძლებელი

“დღეიდან თბილისის ინტერაქტიულ რუკაზე განთავსდება მუნიციპალური ინსპექციის მიერ ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების, ასევე, მშენებარე ობიექტის  შეჩერების შესახებ ინფორმაცია”, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, აღნიშნული სამშენებლო ინიციატივა ხელს შეუწყობს მოქალაქეების უფლებების დაცვას, რომ მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილება, ვიდრე შენაძენს გააკეთებენ და ფინანსურად არ დაზარალდნენ. 

“უმნიშვნელოვანესია, დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების საკუთრების უფლება, კეთილსინდისიერი მყიდველები და მათი უფლებები, რომლებიც უძრავი ქონების  შენაძენს აკეთებენ მშენებარე თუ  ახალაშენებულ ობიექტებში. ინიციატივის მიხედვით, დაინტერესებულ პირებს ექნებათ შესაძლებლობა, საკადასტრო მონაცემებით, ელექტრონულად, ინტერაქტიულ რუკაზე  გადაამოწმონ ინფორმაცია ინსპექციის მიერ ექსპლუატაციაში უკვე მიღებული ობიექტების შესახებ, ასევე, ინსპექციის მიერ  მიმდინარე  მშენებლობის  შეჩერების შესახებ”, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს სამშენებლო კომპანიების პასუხისმგებლობის გაზრდას, თუმცა ამ მიზნით მუნიციპალიტეტის მერიას არაერთი ქმედითი ნაბიჯი აქვს უკვე გადადგმული.

მსგავსი სიახლეები

გლდანის მერვე მიკრორაიონში რეკრეაციული სივრცე ეწყობა – მერია

გლდანის მერვე მიკრორაიონში რეკრეაციული სივრცე ეწყობა – მერია

გლდანის მერვე მიკრორაიონის N13 კორპუსთან რეკრეაციული სივრცე ეწყობა. სამუშაოები დაახლოებით 7 000 კვ.მ ფართობზე ჩატარდება. პროექტის საწყის ეტაპს თბილისის მერი კახა…
თბილისის მერიამ მედიკამენტების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში 220 338 მოთხოვნა დააფინანსა

თბილისის მერიამ მედიკამენტების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში 220 338 მოთხოვნა…

თბილისის მერიამ 500-ლარიანი მედიკამენტების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, დღემდე 220 338 მოთხოვნა დააფინანსა. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე…
დიდუბის რაიონში, იროდიონ ევდოშვილის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ერთი თვით იზღუდება

დიდუბის რაიონში, იროდიონ ევდოშვილის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ერთი თვით…

თბილისის მერიის ინფორმაციით, დიდუბის რაიონის გამგეობა, იროდიონ ევდოშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეიდან ერთი თვის განმავლობაში, საავტომობილო…