ეს არის ღირსეულად მოპოვებული, დამსახურებული სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერი გამოეხმაურა ევროკომისიის გადაწყვეტილებას საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.
„საქართველომ არის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო. მინდა თითოეულ ქართველს მივულოცო დღევანდელი დღე. ეს ნამდვილად არის ჩვენი ქვეყნის და ხალხის გამარჯვება, ეს არის ღირსეულად მოპოვებული, დამსახურებული სტატუსი, რომელიც ჩვენ ხელისუფლებამ, ჩვენს ხალხთან ერთად და ჩვენი ხალხისთვის მოიპოვა. ჩვენ ვიბრძოლეთ და გავიმარჯვეთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერმა ბრიფინგზე მადლობა გადაუხადა ევროპელ კოლეგებს, რომლებმაც საქართველოს მხარდაჭერა გამოუცხადეს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, დიდუბის რაიონის გამგეობა, იროდიონ ევდოშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეიდან ერთი თვის განმავლობაში, საავტომობილო…
ინვესტორებს შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ეკონომიკის სამინისტროს მიმართ 116 მილიონი დოლარისა და 54 მილიონი ლარის ჯარიმები აქვთ დაკისრებული – ამის შესახებ სახელმწიფო…
ონლაინ პლატფორმებზე სურსათის (ისევე როგორც სხვა პროდუქტების) შეძენა, დღეს საკმაოდ აქტუალურია. სოციალურ ქსელში ხშირია სხვადასხვა სახის სურსათის შეთავაზებების შემთხვევები, რაც გარკვეულ…