პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაცსთან ერთად გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის გენერალური დებატებში მონაწილეობს
- საზოგადოება
- სექტემბერი 22, 2022
- 122
საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ნიუ-
იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო.
გენერალური დებატების გახსნითი სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს გაეროს
გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა, გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა
ჩაბა კოროშიმ და სხვა ლიდერებმა.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, განათლებისა
და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ
ჯაველიძე არიან.
***
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს 77-ე სესიის გენერალურ დებატებზე ამერიკის
შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის სიტყვით გამოსვლას დაესწრო.
მთავრობის მეთაური ჯოზეფ ბაიდენის სიტყვით გამოსვლაზე დელეგაციასთან ერთად
იმყოფებოდა.
გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის გენერალური დებატები 21 სექტემბერს გაიხსნა.
საქართველოს მთავრობის მეთაური გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის მონაწილეებს სიტყვით
22 სექტემბერს მიმართავს.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, განათლებისა
და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და მთავრობის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის
სახელმწიფო მრჩეველს და საგარეო საქმეთა მინისტრს ვანგ ის შეხვდა.
ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, გამართულ შეხვედრაზე საუბარი
შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს და მათი
განვითარების პერსპექტივებს.
ირაკლი ღარიბაშვილმა და ვანგ იმ საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ორმხრივი
თანამშრომლობის დღის წესრიგის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს და კმაყოფილება
გამოთქვეს არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გამო.
აღინიშნა, რომ ჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა ხუთეულშია.
აღინიშნა ჩინეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის
მხარდაჭერა.
მთავრობის მეთაურმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო მრჩეველს და საგარეო
საქმეთა მინისტრს ერთიანი ჩინეთის პრინციპის მიმართ საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა
დაუდასტურა.
ხაზი გაესვა არაერთი მიმართულებით ორმხრივი კავშირების გაძლიერების მნიშვნელობას და
დადებითად შეფასდა უწყებების დონეზე თანამშრომლობის მაღალი დინამიკა.
მხარეები მიესალმნენ ჩინეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების
საიუბილეო თარიღს – 30 წლისთავს და გამოთქვეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ ქვეყნებს შორის
უკვე არსებული მეგობრული კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებას.
***
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური