“პროექტი წარმატებით განხორციელდა” – კობახიძე რუსთავის არტ-პავილიონის გახსნაზე

“პროექტი წარმატებით განხორციელდა” – კობახიძე რუსთავის არტ-პავილიონის გახსნაზე

“დღეს რუსთავისთვის განსაკუთრებული დღეა, ერთად ვხსნით სივრცეს, რომელიც ქალაქის კულტურულ ტრადიციებსა და ახალ შემოქმედებით ენერგიას გააერთიანებს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავის არტ-პავილიონის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა 11 მილიონი ლარის ღირებულების პროექტის მნიშვნელობას, რომლის განხორციელების შედეგად შენობამ ისტორიული იერსახე სრულად შეინარჩუნა.

“ეს შენობა იმდენივე წლისაა, რამდენისაც არის თავად ქალაქი რუსთავი. 1948 წელს, როდესაც რუსთავს ქალაქის სტატუსი მიენიჭა, სწორედ აქ აშენდა კულტურის სახლი. აქ იდგმებოდა პირველი სპექტაკლები, იმართებოდა პირველი კონცერტები. ამ სცენაზე მოღვაწეობდნენ ქართული ხელოვნების გამორჩეული მოღვაწეები, მათ შორის მედეა ჯაფარიძე და ჰამლეტ გონაშვილი. აქვე იწყებდნენ შემოქმედებით გზას ლეგენდარული ანსამბლი „რუსთავი“ და ჯგუფი „ბერმუხა“. წლების განმავლობაში უფუნქციოდ დარჩენილი ეს შენობა დღეს ახალ სიცოცხლეს იძენს. ეს პროექტი რუსთავის მერის, ქალბატონი ნინო ლაცაბიძის ინიციატივით დაიწყო და რეგიონული განვითარების ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა. ეს არის 11 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროექტი, რომელიც წარმატებით განხორციელდა. რაც მთავარია, შენობამ სრულად შეინარჩუნა ისტორიული იერსახე, თუმცა შინაარსითა და ტექნოლოგიური აღჭურვილობით სრულიად ახალ, თანამედროვე სტანდარტებზე გადავიდა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, რუსთავის არტ-პავილიონში მოეწყო დარბაზი უახლესი აკუსტიკითა და განათებით, სარეპეტიციო სივრცეებით, ხმის ჩამწერი სტუდიითა და ღია ამფითეატრით.

„განსაკუთრებით სიმბოლურია, რომ აქ კვლავ ბრუნდება ანსამბლი „რუსთავი“, აქ დაიდებს ბინას ანსამბლი „თუთარჩელა“, გაიხსნება მიუზიკლის აკადემია და ამოქმედდება საგანმანათლებლო პროგრამები ახალგაზრდებისთვის. დარწმუნებული ვარ, არტ-პავილიონი კვლავ გახდება რუსთაველებისა და ქალაქის სტუმრების მიზიდულობის ცენტრი – ადგილი, რომელიც ტრადიციასა და თანამედროვეობას, კლასიკურ ხელოვნებას და ახალგაზრდულ შემოქმედებით ენერგიას ერთმანეთთან დააკავშირებს.მადლობას ვუხდი ყველას, ვისაც წვლილი მიუძღვის ამ პროექტის განხორციელებაში. წარმატებებს ვუსურვებ ამ სივრცეს და თითოეულ თქვენგანს!“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები

ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირად შემადგენლობას სამსახურის ახალი უფროსი, თამაზ ბორაშვილი წარუდგინა

ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირად შემადგენლობას სამსახურის ახალი…

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირად შემადგენლობას სამსახურის ახლად არჩეული უფროსი, თამაზ ბორაშვილი წარუდგინა. სუს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კობახიძემ სახელმწიფო…
ირაკლი კობახიძე აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა – რა განიხილეს?

ირაკლი კობახიძე აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა – რა…

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ემი დიაზს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო…
სათანადო ვადებში ბოლომდე იქნება მიყვანილი უმაღლესი განათლების რეფორმა – ირაკლი კობახიძე

სათანადო ვადებში ბოლომდე იქნება მიყვანილი უმაღლესი განათლების რეფორმა –…

უმაღლესი განათლების სისტემაში, ზოგადად, არ გვაქვს დღეს სახარბიელო მდგომარეობა. სწორედ ამის გამო ჩვენ ჩამოვაყალიბეთ სტრატეგია უმაღლესი განათლების რეფორმისთვის, – ამის შესახებ…