რეაბილიტაციის გამო მეტრო “ვარკეთილის” დაკეტვის საჭიროება ამ ეტაპზე არაა – სატრანსპორტო კომპანია

რეაბილიტაციის გამო მეტრო “ვარკეთილის” დაკეტვის საჭიროება ამ ეტაპზე არაა – სატრანსპორტო კომპანია

მეტროსადგურ “ვარკეთილის” რეაბილიტაციის ფარგლებში სადგური ორი თვით, ივნისი-აგვისტოს შუალედში დროებით უნდა დაკეტილიყო. თუმცა, როგორც სატრანსპორტო კომპანიაში დღეს აცხადებენ, სადგურის დაკეტვის საჭიროება ამ ეტაპზე არ დგას და მისი რეაბილიტაცია ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.

მათი განმარტებით, საკითხზე კონტრაქტორ კომპანია “ბადა ქონსთრაქშენთან” მიმდინარეობს მოლაპარაკებები. სატრანსპორტო კომპანიაში ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში თუ მეტროსადგურის დროებით დახურვის გადაწყვეტილება იქნება მიღებული, დამატებითი ტრანსპორტის დანიშვნა მოხდება.

როგორც ცნობილია, მეტროსადგურ “ვარკეთილის” რეაბილიტაციაზე გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება მიმდინარე წლის თებერვალში გაფორმდა. 13.4 მილიონიანი კონტრაქტი თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ შპს “ბადა ქონსთრაქშენს” გაუფორმა. აღნიშნული კომპანია კიდევ ერთი გამარტივებული კონტრაქტით ავლაბრის მეტროს რეაბილიტაციას ახორციელებს.

შეგახსენებთ, ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია 2016 წელს, დავით ნარმანიას მერობის დროს დაიწყო და 2017 წლის სექტემბერში დასრულდა. ადგილზე სამუშაოები კომპანია შპს “ყვარელმშენმა” განახორციელა. სამუშაოები მაშინ თითქმის 350 000 ლარი დაჯდა. 2018 წლის 30 იანვარს კი რეაბილიტირებულ ვარკეთილის მეტროსადგურში ჭერი ჩამოინგრა.

2022 წელს მეტროსადგურ “ვარკეთილის” რეაბილიტაციაზე მორიგი ხელშეკრულება კომპანია “მამისონთან” გაფორმდა, თუმცა ადგილზე კონტრაქტორმა სამუშაოების განხორციელება ვერ შეძლო, შესაბამისად, თბილისის მერიამ “მამისონთან” ხელშეკრულება გაწყვიტა.

მსგავსი სიახლეები

“ჩვენი მოლოდინით, 2026 წელს საშუალოდ ინფლაცია 3.5% იქნება” – სებ

“ჩვენი მოლოდინით, 2026 წელს საშუალოდ ინფლაცია 3.5% იქნება” –…

ეროვნული ბანკის ცენტრალური პროგნოზის შესაბამისად, როგორც მოსალოდნელი იყო, მთლიანმა ინფლაციამ ნორმალიზება დაიწყო და დეკემბრის მდგომარეობით, ინფლაციის წლიურმა დონემ 4.0% შეადგინა, ხოლო…
ოქროს ფასის ზრდის შედეგად, მისი ღირებულება გაორმაგდა და რეზერვებს დამატებით $502.3 მლნ შემატა – სებ

ოქროს ფასის ზრდის შედეგად, მისი ღირებულება გაორმაგდა და რეზერვებს…

2025 წელს სავალუტო ბაზარზე არსებული ხელსაყრელი პირობებისა და ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორების ფონზე, საქართველოს ეროვნული ბანკი უცხოური ვალუტის შესყიდვებს აქტიურად ახორციელებდა,…
მთავრობა რესპუბლიკური საავადმყოფოს მოდერნიზების პროექტის შემუშავებაზე ₾1.3 მილიონს დახარჯავს

მთავრობა რესპუბლიკური საავადმყოფოს მოდერნიზების პროექტის შემუშავებაზე ₾1.3 მილიონს დახარჯავს

საქართველოს მთავრობის განკარგულების თანახმად, ჯანდაცვის სამინისტროს მიეცა უფლება 1.35 მილიონ ლარად, გამარტივებული წესით შეისყიდოს რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოები. მთავრობა რესპუბლიკური…