აშშ-ის აკრედიტაციის კომისია თბილისშია: “კლინიკებს აკრედიტაცია მაქსიმუმ $45-50 ათასი დაუჯდებათ”

აშშ-ის აკრედიტაციის კომისია თბილისშია: “კლინიკებს აკრედიტაცია მაქსიმუმ $45-50 ათასი დაუჯდებათ”

ამერიკის საერთაშორისო აკრედიტაციის კომისია თბილისში კლინიკების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს. ისინი, კერძო სექტორს აკრედიტაციის პირობებს, გასავლელ ეტაპებს და ყველა საჭირო დეტალს აცნობენ, რომელიც სამედიცინო დაწესებულების მხრიდან აკრედიტაციის მიღებას უკავშირდება.

საერთაშორისო აკრედიტაციის მიღება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მონაწილე კლინიკებისთვის 2025 წლის იანვრიდან ხდება სავალდებულო. ის, ვინც ჯანდაცვის სამინისტროს აღიარებული მააკრედიტირებელი ორგანიზაციიდან შესაბამის სერტიფიკატს ვერ მიიღებს, სახელმწიფო პროგრამის დატოვება მოუწევს.

„ეს ორგანიზაცია 30-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს, 15 ქვეყანაში აქვთ წარმომადგენლობითი ოფისი, აქვთ ძალიან დიდი გამოცდილება, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში კლინიკების აკრედიტაციის.

საქართველოში ფაქტობრივად ყველა კლინიკა ითვლება მცირე ზომის კლინიკად, შესაბამისად ქსელური კლინიკებისთვის ვფიქრობ, რომ საუკეთესო შეთავაზებაა თანხის მხრივ. მცირე კლინიკების შემთხვევაში ნაპოვნია ის გამოსავალი, რომ ერთად მოხდება რამდენიმე კლინიკის შეფასება, რაც დაზოგავს მათ ხარჯებს.

ამერიკის აკრედიტაციის კომისიას აქვს სხვანაირი მიდგომა, ხდება კლინიკის წინასწარი შეფასება, აუდიტი, თვითშეფასებას არ აკეთებს კლინიკა, პროცესი გამართულია იმ გამოცდილებიდან გამომდინარე, რაც ამ ორგანიზაციას გააჩნია.

ისეა პროცესი აწყობილი, რომ წინასწარი აუდიტის დროს ყველაფერს ეუბნებიან კლინიკას, რა ჩავარდნები აქვს და რა უნდა გამოასწოროს. სწორედ ამის მერე იგეგმება აკრედიტაციის პროცესი, რომელიც შეიძლება 12 ან 18 თვეში დასრულდეს“,-აცხადებს არჩილ მორჩილაძე, სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების აღმასრულებელი მდივანი.

ამერიკის აკრედიტაციის კომისიის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ აკრედიტაციის ღირებულებას რამდენიმე კრიტერიუმი განსაზღვრავს, თუმცა მაქსიმალური თანხა, რაც შეიძლება კლინიკას დასჭირდეს დაახლოებით 45-50 ათასი დოლარია.

“მას შემდეგ, რაც საერთაშორისო აკრედიტაციის სტანდარტი დაინერგება, კლინიკას აქვს უფლება საერთაშორისო აკრედიტაციის სერტიფიკატი მოიპოვოს. აკრედიტაციის პროცესი რამდენიმე ძირითადი ეტაპისგან შედგება. ვაკეთებთ წინასწარ შეფასებას, ვაწარმოებთ გამოკითხვას, ვავსებთ კითხვარს და მონიტორინგს ვუწევთ პროცესების სტანდარტებთან შესაბამისობას. ეს შეფასება ყოველწლიურია. სტანდარტების დანერგვის ხარჯი დამოკიდებულია კლინიკის ზომაზე, თუ რამდენი თანამშრომელი ჰყავს, რა ტიპის სერვისებს სთავაზობს, რაც დაახლოებით 10-15 ათასი დოლარის ფარგლებში გამოდის. მაქსიმალური თანხა 45-50 ათასი დოლარია, რომლის გადახდაც კლინიკას სამი წლის განმავლობაში უწევს,“ – აცხადებს კრესიმირ პალისკა, ამერიკის აკრედიტაციის კომისიის ხელმძღვანელი.

მსგავსი სიახლეები

სებ-მა ფულის გათეთრების დისტანციური ზედამხედველობის პორტალის გამოყენების წესი დაამტკიცა

სებ-მა ფულის გათეთრების დისტანციური ზედამხედველობის პორტალის გამოყენების წესი დაამტკიცა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ანტი ფულის გათეთრების (AML) და ტერორიზმის ფინანსირების საწინააღმდეგო (CFT) დისტანციური პორტალის გამოყენების წესი დაამტკიცა. პორტალის სახელია www.aml-cft.nbg.ge და ის ფულის…
ეკონომიკის სამინისტრო “ფოსტის შესახებ” კანონის საპარლამენტო განხილვებისთვის კონსულტანტს ქირაობს

ეკონომიკის სამინისტრო “ფოსტის შესახებ” კანონის საპარლამენტო განხილვებისთვის კონსულტანტს ქირაობს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო შესყიდვების სააგენტოს გამარტივებული შესყიდვის განხორციელების მიზნით მიმართავს. საუბარია საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის დირექტივებთან დაახლოების მიზნით „ფოსტის შესახებ“ კანონის…
2023 წელს საქართველოში რეკორდულად ბევრი ჩინური ავტომობილი შემოვიდა

2023 წელს საქართველოში რეკორდულად ბევრი ჩინური ავტომობილი შემოვიდა

ბოლო წლებში, ჩინურმა ავტომწარმოებელმა კომპანიებმა მსოფლიოში მასშტაბური ექსპანსია დაიწყეს, რომელიც ადგილობრივი კომპანიების მიერ გლობალური ბაზრის წილის მნიშვნელოვან ზრდას ისახავს მიზნად. ტენდენციის…