რამდენ ადამიანს აქვს საქართველოში თვეში 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი?

რამდენ ადამიანს აქვს საქართველოში თვეში 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი?

2022 წლის დეკემბერში 100 ათას ლარზე მეტი შემოსავალი 1183 პირმა მიიღო, ჯამურად მათ მიერ მიღებული შემოსავალი, გადასახადების გადახდამდე, 445 931 736 ლარი იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ საშუალოდ, 1 პირის შემოსავალი 377 ათას ლარამდე იყო.

100 ათას ლარზე მეტი  შემოსავლის მქონე ფიზიკური პირების რაოდენობა

• 2022 წლის დეკემბერი – 1183 პირი / 445 931 736 ლარი
• 2021 წლის დეკემბერი – 1085 პირი / 425,027,002 ლარი
• 2020 წლის დეკემბერი – 223 პირი/ 75,146,406 ლარი

აღსანიშნია, რომ 2022 წლის დეკემბერში, 100 ათას ლარი და მეტი ხელფასის სახით დეკემბერში 427 პირმა მიიღო. თანხის მოცულობა 131 737 299 ლარი იყო.

შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, ამავე თვეში 40 ათას ლარზე მეტი თვიური შემოსავალი საქართველოში მხოლოდ 3 738 პირს ჰქონდა. შემოსავლის სხვა სახეებია: დივიდენდი, პროცენტი, მოგება, როიალტი და სხვა.

PMCG -ის მონაცემებით, 2022 წლის დეკემბერში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს, 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.9%-ით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6.4%-ით არის გაზრდილი.

იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 599 ლარამდე თვიურ ხელფასს, 16.1%-ს შეადგენდა, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8.3 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.

2022 წლის დეკემბერში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2,400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 32.6%-ს შეადგენდა, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 12.2 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.

2022 წლის დეკემბერში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9,600 ლარს მეტ თვიურ ხელფასს, 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 28.4%-ით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 76%-ით არის გაზრდილი. 2022 წლის დეკემბერში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9,600 ლარს ან მეტ ხელფასს, მხოლოდ ხელფასის მიმღებთა 3.2%-ს შეადგენდა.

მსგავსი სიახლეები

საპენსიო ფონდმა ₾9.4 მილიარდს გადააჭარბა

საპენსიო ფონდმა ₾9.4 მილიარდს გადააჭარბა

საქართველოს საპენსიო ფონდი მაისის შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ფონდის ზომამ გასულ თვეში 9.4 მილიარდ ლარს გადააჭარბა. სისტემაში სულ 1,553,262 ადამიანის დანაზოგები არის…
“საქართველოს მოქალაქესთან ფიქციური ქორწინება დასჯადი ხდება” – ალექსანდრე დარახველიძე მიგრაციის პოლიტიკაზე

“საქართველოს მოქალაქესთან ფიქციური ქორწინება დასჯადი ხდება” – ალექსანდრე დარახველიძე…

მიგრაციული პროცესების მართვის ეფექტიანი მექანიზმების შექმნისა და სახელმწიფო უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, შსს-მ მასშტაბური საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი შეიმუშავა. შს მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის…
20-წლიანი ხელშეკრულების საფუძველზე 500 მლნ მ³ გაზი შემოვა – ირაკლი კობახიძე

20-წლიანი ხელშეკრულების საფუძველზე 500 მლნ მ³ გაზი შემოვა –…

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ აზერბაიჯანთან დამატებითი გაზის ხელშეკრულებაზე მიღწეული შეთანხმებით საქართველო დამატებითი გაზის ხელშეკრულებით კვლავ 500 მლნ მ3 გაზი შემოვა.…