ფოთის თეატრის რეაბილიტაცია კულტურის სამინისტროს 4 მლნ დაუჯდება

ფოთის თეატრის რეაბილიტაცია კულტურის სამინისტროს 4 მლნ დაუჯდება

წელს ფოთის თეატრის რეაბილიტაცია დაიწყება. როგორც ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ „საქმიანი დილის“ ეთერში საუბრისას განაცხადა, შენობის რეაბილიტაციას კულტურის სამინისტრო განახორციელებს, მისი ბიუჯეტი კი 4 მლნ ლარია.

არსებული გეგმის მიხედვით თეატრის რეაბილიტაცია 2023 წლის ბოლოს, 2024 წლის დასაწყისში უნდა დასრულდეს.

„ფოთის მერია თანამშრომლობს სხვადასხვა უწყებასთან და მათი დახმარებითაც ხორციელდება პროექტები, მაგ. საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია თუ მშენებლობა. ერთ-ერთი ბაღის მშენებლობა მუნიციპალურ ფონდთან თანამშრომლობით ხორციელდებოდა, რომლის ბიუჯეტი 4 მლნ ლარი იყო და ის მაისში დასრულდება.

თეატრთან მიმართებითაც იგივე მოცემულობაა, მისი რეაბილიტაციის თანხები საკმაოდ დიდია, ჩვენ კულტურის სამინისტროსთან მოლაპარაკებით გადავეცით თეატრი კულტურის სამინისტროს, მათ მოამზადეს პროექტი და წლევანდელ გეგმაში უკვე გათვალისწინებულია მისი სრული რეაბილიტაცია. ეს უზრუნველჰყოფს ყველა ძირეული თუ მინიმალური პრობლემის აღმოფხვრას, რაც ამ თეატრში წლების განმავლობაში დაგროვდა და ჩვენი დასი შეძლებს სრულფასოვან ფუნქციონირებას.

სამინისტროს წლევანდელ გეგმაში 4 მლნ ლარია ამისთვის გათვალისწინებული თუმცა შესაძლებელია დამატებაც მოხდეს, ჩვენი მიდგომაა რომ ყველა საკითხი კომპლექსურად აღმოიფხვრას. მოცემული გეგმით ოპტიმისტური გათვლებით წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს, თუმცა შესაძლოა ეს პერიოდი იყოს 2024 წლის დასაწყისი.“ – განაცხადა ვაჭარაძემ.

მსგავსი სიახლეები

სებ-მა ფულის გათეთრების დისტანციური ზედამხედველობის პორტალის გამოყენების წესი დაამტკიცა

სებ-მა ფულის გათეთრების დისტანციური ზედამხედველობის პორტალის გამოყენების წესი დაამტკიცა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ანტი ფულის გათეთრების (AML) და ტერორიზმის ფინანსირების საწინააღმდეგო (CFT) დისტანციური პორტალის გამოყენების წესი დაამტკიცა. პორტალის სახელია www.aml-cft.nbg.ge და ის ფულის…
ეკონომიკის სამინისტრო “ფოსტის შესახებ” კანონის საპარლამენტო განხილვებისთვის კონსულტანტს ქირაობს

ეკონომიკის სამინისტრო “ფოსტის შესახებ” კანონის საპარლამენტო განხილვებისთვის კონსულტანტს ქირაობს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო შესყიდვების სააგენტოს გამარტივებული შესყიდვის განხორციელების მიზნით მიმართავს. საუბარია საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის დირექტივებთან დაახლოების მიზნით „ფოსტის შესახებ“ კანონის…
2023 წელს საქართველოში რეკორდულად ბევრი ჩინური ავტომობილი შემოვიდა

2023 წელს საქართველოში რეკორდულად ბევრი ჩინური ავტომობილი შემოვიდა

ბოლო წლებში, ჩინურმა ავტომწარმოებელმა კომპანიებმა მსოფლიოში მასშტაბური ექსპანსია დაიწყეს, რომელიც ადგილობრივი კომპანიების მიერ გლობალური ბაზრის წილის მნიშვნელოვან ზრდას ისახავს მიზნად. ტენდენციის…