2022 წლის ბოლოსთვის, საქართველოში 94 პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობა კერძო იყო. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების 2022 წლის მონაცემებით, ქვეყანაში მოქმედი პროფსასწავლებლებიდან 42 საჯარო, ხოლო 52 კერძო იყო.
2022 წელს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში 14 103 სტუდენტი ჩაირიცხა, რომელთაგან 46.6% ქალია, ხოლო 53.4% – კაცი. 2021 წელთან შედარებით სტუდენტების მიღების მაჩვენებელი 25.9%-ით გაიზარდა.
რეგიონების მიხედვით, ჩარიცხული სტუდენტების რიცხოვნობით ლიდერობს ქ. თბილისი (36.7%), რომელსაც მოსდევს აჭარა (19.9%), იმერეთი (10.0%), სამეგრელო-ზემო სვანეთი (9.4%), კახეთი (6.1%) და ქვემო ქართლი (6.0%).
2022 წელს, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 263 სტუდენტი ჩაირიცხა, რომელთაგან 38.8% ქალია, ხოლო 61.2% კაცი. რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი სტუდენტი ქ.თბილისში (47.5%) ჩაირიცხა, მეორე ადგილზე კი იმერეთია (9.9%).
2022 წელს პროფსასწავლებელი 7 605 სტუდენტმა დაამთავრა, რომელთაგან 48.8% ქალია, ხოლო 51.2% კაცი. კურსდამთავრებულთა უმეტესობა მოდის ინჟინერიის, წარმოების და მშენებლობის (24.2%), მომსახურებების (20.4%), ბიზნესის, ადმინისტრირების და სამართლის (13.8%), ჯანდაცვის და სოციალური კეთილდღეობის (13.3%) პროგრამებზე.
ქუთაისი ყოველთვის იყო განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კერა ჩვენს ქვეყანაში.დღეიდან კი, ტექნოლოგიური ჰაბის გახსნით, ქუთაისი ასევე ხდება საქართველოს ტექნოლოგიური…
სემეკ-მა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია ავრცელებს. კომისიის ცნობით, სემეკ-ის…
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს წუხილს ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ…