2023 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში სანავთობო ბიტუმისა და გათხევადებული აირების (LPG) იმპორტი გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.
2023 წლის იანვარ-ივნისის თვეებში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 54,7 ათასი ტონა, რაც 17,1 ათასი ტონით ანუ 45,5%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (37,6 ათასი ტონა) შედარებით.
2023 წლის 6 თვის განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან – 25,5 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 46,6%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ერაყი – 15,9 ათასი ტონა (29,1%); თურქეთი – 11,9 ათასი ტონა (21,7%); აზერბაიჯანი – 1,3 ათასი ტონა (2,4%); თურქმენეთი – 0,1 ათასი ტონა (0,2%);
2023 წლის იანვარ-ივნისის თვეებში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა 25,24 ათასი ტონა, რაც 7,64 ათასი ტონით ანუ 43,4%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (17,60 ათასი ტონა) შედარებით.
2023 წლის 6 თვის განმავლობაში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტის 99,6% (25,13 ათასი ტონა) განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან.
გილოცავთ გიორგობის დღესასწაულს, ჩვენი ქვეყნის მფარველი წმინდანის დღეს, წმინდანისა, რომელიც არის ადამიანურ ცდუნებაზე ამაღლების, რწმენისთვის, ღმერთისთვის თავგანწირვის სიმბოლო. ღმერთმა და წმინდა…
განათლების სამინისტრომ გაიზიარა სახალხო დამცველის წინადადებები, რომელიც მასწავლებელთა მიმართ თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფისა და დისკრიმინაციის პრევენციას უკავშირდება. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, დაგეგმილი ცვლილებების…
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის მესამე კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს რკინიგზით გადატანილია 16.8 პროცენტით მეტი, სულ 4.1…