PMC კვლევითი ცენტრმა ივნისის დასაქმების თრექერი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით 2023 წლის პირველ ნახევარში Jobs.ge-ზე 42 075 ვაკანსია გამოქვეყნდა.
მიმოხილვის მიხედვით, ვაკანსიების რაოდენობა გასული წლის ამავე პერიოდს 15%-ით აღემატება. აღსანიშნია, რომ 2023 წლის ივნისში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა მაისში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობას 1.1%-ით ჩამორჩება.
სექტორების მიხედვით, ყველაზე მეტი ვაკანსია 6 თვის განმავლობაში გაყიდვებისა და შესყიდვების კატეგორიაში გამოქვეყნდა. „იანვრიდან ივნისის ჩათვლით, 10,978 ვაკანსია გამოქვეყნდა გაყიდვების, შესყიდვების კატეგორიაში, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.9%-ით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 82.2%-ით გაზრდილი მაჩვენებელია“, – აღნიშნულია მიმოხილვაში.
ადმინისტრაციის, მენეჯმენტის კატეგორიაში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობამ 9 919 შეადგინა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 32.2%-ით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 99.9%-ითაა გაზრდილი.
ფინანსების, სტატისტიკის კატეგორიაში ამ პერიოდში 7,799 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 46.4%-ით, ხოლო 2021 წლის შესაბამის მაჩვენებელს 121.4%-ით აღემატება.
ბათუმში, ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის ინიციატივით, გაიმართა საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი ერთობლივი შეხვედრა. ინფორმაციას…
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ პიტერ მადიარის მიწვევით, ბუდაპეშტში უნგრეთის რევოლუციის 70 წლის საიუბილეო ღონისძიებებს დაესწრო. ინფორმაციას ირაკლი კობახიძის პრესსამსახური…
ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა თემაზე, „მსოფლიოსა და ეროვნული ეკონომიკების მდგომარეობა და გამოწვევები თანამედროვე ეტაპზე“. აღნიშნული კონფერენცია მიეზღვნა…