S&P Global: საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მზარდ რისკებს წარმატებით უპასუხა

S&P Global: საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მზარდ რისკებს წარმატებით უპასუხა

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-მა საბანკო სექტორის ქვეყნის რისკის შეფასების მიმოხილვა გამოაქვეყნა. დოკუმენტში შეჯამებულია ცალკეული ქვეყნების საბანკო სექტორის საერთო ტენდენციები, ძლიერი და სუსტი მხარეები, მთავარი გამოწვევები და მაკროეკონომიკური რისკები.

ანგარიშის მიხედვით, რისკების საერთო შეფასებით საქართველოს შედეგები გაუმჯობესდა და ქვეყანამ მე-8 დან მე-7 ჯგუფში გადაინაცვლა, რაც რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასებაა სხვა ქვეყნებთან შედარებით. საბანკო სისტემა შეფასებულია როგორც სტაბილური, კლებადი დოლარიზაციით. S&P-ის ანალიტიკოსები მოელიან, რომ გეოპოლიტიკური დაძაბულობის მიუხედავად ეკონომიკური ზრდის პერსპექტივები ხელსაყრელია, ხოლო აქტივების ხარისხი სტაბილურ დონეზე შენარჩუნდება.

გავლენიანი სარეიტინგო კომპანია აღნიშნავს, რომ ბანკები საქართველოში, რეგიონის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, უფრო ნაკლები რისკების წინაშე დგანან. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად, დოლარიზაცია სესხებში 44%-მდე, დეპოზიტებში კი 51%-მდე შემცირდა, თუმცა ეს მაჩვენებელი ჯერ კიდევ ყველაზე მაღალია რეგიონში. ანგარიშში საუბარია საბანკო რეგულაციებზე, რომელმაც სააგენტოს შეფასებით, ხელი შეუწყო ბანკების მდგრადობას სტრესის მიმართ. გასულ წლებში, ცვალებადი მაკროეკონომიკური გარემოდან მომდინარე მზარდ რისკებს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა წარმატებით უპასუხა. სებ-მა, სავალუტო საკრედიტო რისკებისთვის, სხვა ინსტრუმენტებთან ერთად, ბანკებს განუსაზღვრა კაპიტალის ბუფერები. შინამეურნეობების ვალის ტვირთი ზომიერია. ბოლო წლებში სწრაფი ზრდის მიუხედავად, სესხის მომსახურების კოეფიციენტები საქართველოში შესადარ ქვეყნებთან მიმართებით უკეთესია. ეს ასახავს პორტფელში იპოთეკური სესხების საშუალოზე მაღალ წილს და სებ-ის მიერ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სტანდარტების წახალისებას.

სააგენტოს შეფასებით, უმოქმედო სესხების წილი 4.0-4.5%-ის ფარგლებში შენარჩუნდება და აქტივების ხარისხის სტაბილურობა მომგებიანობის ნორმალიზებას დაეხმარება. საკრედიტო რისკების მხრივ მთავარ მოწყვლადობად უცხოური ვალუტის დაკრედიტება რჩება. რაც შეეხება რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ მოწყვლადობას, ბანკების დაუცველობა შემცირებულია, თუმცა რუსეთის მოქალაქეების მიგრაციისა და ანაბრების შემოდინების მატერიალურმა შებრუნებამ შესაძლოა ეკონომიკისა და საბანკო სისტემაზე ნეგატიური გავლენა იქონიოს.

მსგავსი სიახლეები

აპრილში საქართველოში 1.5%-იანი წლიური ინფლაცია იყო

აპრილში საქართველოში 1.5%-იანი წლიური ინფლაცია იყო

საქართველოში წლიური ინფლაციის ტემპი დაჩქარდა – საქსტატის თანახმად, აპრილში წლიურმა ინფლაციამ 1.5% შეადგინა, რაც ბოლო რაც ბოლო 11 თვის განმავლობაში ინფლაციის…
აქტიურად ვავითარებთ სატრანსპორტო ქსელს სხვადასხვა პროექტებით – ლევან დავითაშვილი

აქტიურად ვავითარებთ სატრანსპორტო ქსელს სხვადასხვა პროექტებით – ლევან დავითაშვილი

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ ქვეყნის სატრანსპორტო ქსელი აქტიურად ვითარდება სხვადასხვა პროექტებით. ამის შესახებ დავითაშვილმა აზიის განვითარების ბანკის 57-ე…
საქართველო გამოირჩევა სტრატეგიული მდებარეობით – ლაშა ხუციშვილი ADB-ის წლიურ შეხვედრაზე

საქართველო გამოირჩევა სტრატეგიული მდებარეობით – ლაშა ხუციშვილი ADB-ის წლიურ…

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აცხადებს, რომ ევროპისა და აზიის შეხვედრის წერტილში მყოფი საქართველო გამოირჩევა სტრატეგიული მდებარეობით, რომელიც განვითარებად ბაზრებზე განუმეორებელ წვდომას უზრუნველყოფს.…