I კვარტალში, საქართველოში 566.4 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, რაც წინასწარ მონაცემთან შედარებით 14%-ით მეტია. დაზუსტებული მონაცემი „საქსტატმა“ გამოაქვეყნა.
„საქსტატის“ ინფორმაციით, წინასწარ მაჩვენებელთან შედარებით საინვესტიციო პორტფელის 69.7 მლნ დოლარით ზრდარამდენიმე საწარმოს მიერ სააქციო კაპიტალის და სესხის მოცულობის დაზუსტებამ განაპირობა.
საქსტატმა ასევე დააზუსტა საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2018 წლიდან. მათ შორის რამდენიმე კომპანიის მიერ რეინვესტიციის მაჩვენებლის და სესხის მოცულობის დაზუსტების გამო 2022 წლის FDI -ის მაჩვენებელი თითქმის 100 მლნ დოლარით 2.09 მლრდ დოლარამდე გაიზარდა.
9 ივნისს „საქსტატის“ მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ტოპ 10 კომპანიის ჩამონათვალი, სადაც ყველაზე მეტი უცხოური ინვესტიცია ჩაიდო, ასე გამოიყურებოდა: (კომპანიები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)
შპს ექსელუს ჰოლდინგსი (Indorama); შპს მაგთიკომი; შპს თბილისი ენერჯი; შპს ტავ ურბან საქართველო; სს კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური (APM Terminals); სს მინა; შპს ტოიოტა კავკასია; სს ბიჯეო ჯგუფი; შპს აზია ჯგუფი; ჩინეთის სახელმწიფო შპს სამშენებლო საინჟინრო კორპორაციის საქართველოს ფილიალი.
23 ოქტომბერს პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის ორგანიზებით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა თემაზე:„მსოფლიოსა და ეროვნული…
ბათუმში, ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის ინიციატივით, გაიმართა საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი ერთობლივი შეხვედრა. ინფორმაციას…
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ პიტერ მადიარის მიწვევით, ბუდაპეშტში უნგრეთის რევოლუციის 70 წლის საიუბილეო ღონისძიებებს დაესწრო. ინფორმაციას ირაკლი კობახიძის პრესსამსახური…