სამხრეთ კავკასიაში EBRD-ის ახალი რეგიონული დირექტორი ალკის ვრიენიოს დრაკონისი იქნება

სამხრეთ კავკასიაში EBRD-ის ახალი რეგიონული დირექტორი ალკის ვრიენიოს დრაკონისი იქნება

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კავკასიის რეგიონულ ხელმძღვანელად და დირექტორად, ალკის ვრიენიოს დრაკინოსი დაინიშნა. ის მოვალეობას 2023 წლის 1 სექტემბრიდან შეუდგება და თბილისის ოფისში იმუშავებს. ამ პოსტზე დრაკონისმა კატარინა ბიორლინ ჰანსენი შეცვალა. 

“ბ-ნი დრაკინოსი უხელმძღვანელებს ბანკის ოპერაციებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და  სომხეთში, ის მჭიდროდ ითანამშრომლებს მთავრობის წარმომადგენლებსა და დაინტერესებულ მხარეებთან ამ სამი ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი განვითარების მიზნით; ხელს შეუწყობს კერძო სექტორისა და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის განვითარებას ინვესტიციების, პოლიტიკის დიალოგის რეფორმებისა და მცირე ბიზნესის დაფინანსებისა და საკონსულტაციო სერვისების მეშვეობით, შესაბამისი ქვეყნის EBRD-ის სტრატეგიის ფარგლებში.

ბ-ნმა დრაკინოსმა აღნიშნა: „მოხარული ვარ, რომ კავკასიაში დავბრუნდი და მოუთმენლად ველი ამ საინტერესო მოვალეობის შესრულების დაწყებას, რეგიონში ჩემს წინა გამოცდილებისა და EBRD-თან მუშაობის გამოცდილების გათვალისწინებით. კავკასიის მხარდაჭერა ბანკის მთავარი პრიორიტეტია. რეგიონს აქვს დიდი პოტენციალი შემდგომი განვითარებისა და გლობალურ ეკონომიკაში ინტეგრაციისთვის და მოხარული ვარ, რომ მექნება საშუალება EBRD-ის ადგილობრივ თანამშრომლებთან ერთად, ხელშესახები წვლილი შევიტანო ამ ქვეყნების ეკონომიკურ წარმატებაში“.

ბ-ნი დრაკინოსი საბრძნეთის მოქალაქეა, მან ბანკში მუშაობა 1993 წელს დაიწყო EBRD-ის დირექტორთა საბჭოს მრჩეველად საბერძნეთში. 1995 წელს შეუერთდა ფინანსური ინსტიტუტების გუნდს და 1998 წელს გახდა სომხეთის ოფისის ხელმძღვანელი ერევანში. 12 წლის მანძილზე KPMG-ის, ევრობანკსა და შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკთან თანამშრომლობით ფინანსური კონსულტაციისა და საბანკო როლების შესრულების შემდეგ, ის კვლავ დაბრუნდა EBRD-ში სამუშაოდ, 2012 წელს, თურქმენეთის ოფისის ხელმძღვანელის პოზიციაზე. 2015 წელს კი გადავიდა ასოცირებული დირექტორის, საბერძნეთის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობაზე, ათენში. 2017 წლის ოქტომბერში ის დაინიშნა უზბეკეთის წარმომადგენლობის დირექტორად. ამ როლში, მან უხელმძღვანელა 3 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების 100-ზე მეტ პროექტის განხორციელებას.

ბ-ნ დრაკინოსმა დაამთავრა ათენის უნივერსიტეტი ეკონომიკის ბაკალავრის ხარისხით და მიიღო მაგისტრის ხარისხი რეგიონულ განვითარებაში ათენის პანთეონის უნივერსიტეტში, რასაც მოჰყვა ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი მანჩესტერის ბიზნეს სკოლაში. მან ასევე გაიარა ლონდონის ბიზნეს სკოლის კორპორატიული ფინანსების პროგრამა.

ის ამ პოზიციაზე შეცვლის კატარინა ბიორლინ ჰანსენს, რომელიც დაინიშნა EBRD-ის მოლდოვის წარმომადგენლობის ხელმძღვანელად კიშინიოვში.

დღეისათვის ბანკმა 10 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა 680 პროექტში კავკასიაში, ფინანსურ, კორპორატიულ, ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ სექტორებში, რომელთა უმეტესობა ხელს უწყობს კერძო სექტორის განვითარებას,”- ნათქვამია EBRD-ის პრესსამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. 

მსგავსი სიახლეები

10 თვეში საქართველოდან აშშ-ში ღვინის ექსპორტი 22.9%-ით 4.9 მლნ დოლარამდე შემცირდა – ღვინის ეროვნული სააგენტო

10 თვეში საქართველოდან აშშ-ში ღვინის ექსპორტი 22.9%-ით 4.9 მლნ…

2025 წლის 10 თვეში საქართველოდან აშშ-ში ღვინის ექსპორტი 22.9%-ით 4.9 მლნ დოლარამდე შემცირდა. შედეგად წელს აშშ-ში 794 607 ლიტრი ღვინო გავიტანეთ.…
საბაჟოზე კონტროლი მკაცრდება

საბაჟოზე კონტროლი მკაცრდება

პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს „საბაჟო კოდექსში“ ცვლილებას, რომელიც ნარკოტიკული და სხვა აკრძალული ნივთიერებების უკანონო გადაადგილების აღკვეთის მექანიზმებს ეხება. “ქართული ოცნების” შინაგან საქმეთა მინისტრის…
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8%-ზე დატოვა

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8%-ზე დატოვა

ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 8%-ზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. სებ-ი მიუთითებს, რომ იმის მიუხედავად, რომ ნოემბერში…