პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, მოქალაქე, რომელიც საპენსიო სააგენტოს განცხადებით მიმართავს, რომ დაბალრისკიან პორტფელში დარჩენა არ სურს, მისთვის მისაღებ პორტფელში გადავა.
საქმე ისაა, რომ პარლამენტმა დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონზე მსჯელობა დაიწყო. კანონპროექტის მიხედვით, საპენსიო დანაზოგის ყველა ბენეფიციარი 6 სექტემბრის ნაცვლად, დაბალრისკიან პორტფელში 2028 წლის იანვრამდე ავტომატურად დარჩებიან.
“ვისაც საპენსიო სააგენტოსთვის განცხადებით მიმართული არ ექნება, რომ საშუალო ან მაღალრისკიან პორტფელში გადასვლა სურს, დაბალრისკიან პორტფელში დარჩება. ეს რაიმე სახის ბიუროკრატიასთან დაკავშირებული არ იქნება. მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოვუწოდებ. გააგრძელონ თანამშრომლობა საპენსიო ფონდთან, კიდევ ერთხელ ნახონ რა თანხები აქვთ დაგროვილი ამ 5 წელიწადში”, – განაცხადა ზაზა ლომინაძემ.
საპენსიო დანაზოგის ყველა ბენეფიციარი 6 სექტემბრის ნაცვლად, დაბალრისკიან პორტფელში 2028 წლის იანვრამდე ავტომატურად დარჩება. საქართველოს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებაში ირწმუნებიან, რომ ცვლილების შესახებ მოსახლეობა ინფორმირებული იყო
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ჰარვარდის დევისის ცენტრის საქართველოს შემსწავლელი პროგრამის შესახებ განცხადებას ავრცელებს. „გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ სრული და ზუსტი ინფორმაცია…
აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6125 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6125…
საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში ჩასატარებელ საგზაო სამუშაოებზე ტენდერები გამოცხადდა. გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საგზაო სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება 150…