“მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება, აირჩიოს რომელ პორტფელში სურს საპენსიო დანაზოგის დაბანდება” – ზაზა ლომინაძე

“მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება, აირჩიოს რომელ პორტფელში სურს საპენსიო დანაზოგის დაბანდება” – ზაზა ლომინაძე

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, მოქალაქე, რომელიც საპენსიო სააგენტოს განცხადებით მიმართავს, რომ დაბალრისკიან პორტფელში დარჩენა არ სურს, მისთვის მისაღებ პორტფელში გადავა.

საქმე ისაა, რომ პარლამენტმა დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონზე მსჯელობა დაიწყო.  კანონპროექტის მიხედვით, საპენსიო დანაზოგის ყველა ბენეფიციარი 6 სექტემბრის ნაცვლად, დაბალრისკიან პორტფელში 2028 წლის იანვრამდე ავტომატურად დარჩებიან. 

“ვისაც საპენსიო სააგენტოსთვის განცხადებით მიმართული არ ექნება, რომ საშუალო ან მაღალრისკიან პორტფელში გადასვლა სურს, დაბალრისკიან პორტფელში დარჩება. ეს რაიმე სახის ბიუროკრატიასთან დაკავშირებული არ იქნება.  მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოვუწოდებ. გააგრძელონ თანამშრომლობა საპენსიო ფონდთან, კიდევ ერთხელ ნახონ რა თანხები აქვთ დაგროვილი ამ 5 წელიწადში”, – განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

საპენსიო დანაზოგის ყველა ბენეფიციარი 6 სექტემბრის ნაცვლად, დაბალრისკიან პორტფელში 2028 წლის იანვრამდე ავტომატურად დარჩება. საქართველოს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებაში ირწმუნებიან, რომ ცვლილების შესახებ მოსახლეობა ინფორმირებული იყო

მსგავსი სიახლეები

უძრავ ქონებაზე მოთხოვნა განსაკუთრებით რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ქართველების მხრიდან გაიზარდა – Eristavi Estates

უძრავ ქონებაზე მოთხოვნა განსაკუთრებით რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ქართველების მხრიდან…

RENTALS & Eristavi Estates-ის მმართველი პარტნიორი ზურაბ ერისთავი საინვესტიციო ბანკ Galt & Taggart-ის მიმოხილვაში გამოკვეთილ აქცენტებს ეთახმება, რომლის მიხედვით, უძრავი ქონების…
არ გაუშვათ შესაძლებლობა ხელიდან… ჩვენი კავშირის კარი საბოლოოდ ფართოდ ღიაა! – ჰერჩინსკი

არ გაუშვათ შესაძლებლობა ხელიდან… ჩვენი კავშირის კარი საბოლოოდ ფართოდ…

წლის ბოლოს ევროკავშირი გადაწყვეტს, გადადგამს თუ არა საქართველო შემდეგ ნაბიჯს მისი წევრობისკენ. ეს შესაძლებლობა არსებობს სწორედ ახლა. არ გაუშვათ ის ხელიდან. ჩვენი…
„ნაბეღლავი“ კორეაშიც გაიყიდება

„ნაბეღლავი“ კორეაშიც გაიყიდება

„ნაბეღლავი“ უკვე კორეაშიც გაიყიდება, – ამის შესახებ “წყალი მარგებელის” სტრატეგიული განვითარების მენეჯერმა, თინა მახარაძემ გადაცემა რედაქტ2-ში სტუმრობისას განაცხადა. „ზოგადად, კომპანია იზრდება…