სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინიციატივითა და USAID-ის მხარდაჭერით ქართული ექსპორტიორი კომპანიებისთვის უცხოელ შემსყიდველებთან დაკავშირების და პროდუქციის რეალიზაციის ახალი პროგრამა დაიწყო, რომელიც საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია OCO Global-ის ჩართულობით ხორციელდება. ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.
პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ქართულ კომპანიებს ახალი უცხოური ბაზრების ათვისებაში. პროგრამა ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება და მასში 50 ქართული კომპანია მიიღებს მონაწილეობას.
პროგრამა რამდენიმე სამიზნე სექტორს მოიცავს, მათ შორის: საფეიქრო ინდუსტრია, (ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ტყავის პროდუქტები, აქსესუარები და სამკაული), შესაფუთი მასალები, სათამაშოები, ცხოველისა და ფრინველის საკვები დანამატები/ვეტერინარია და ელექტრო ნაწილები.
ექსპორტის საბაზრო კავშირების ახალ პროგრამაში მონაწილე კომპანიები პროგრამის ფარგლებში შეძლებენ ისარგებლონ სხვადასხვა სერვისით, მათ შორის მარკეტინგული მხარდაჭერით (ბაზრის კვლევა, მომხმარებელთა და კონკურენტების ანალიზი, ბაზარზე შეღწევის სტრატეგია, საერთაშორისო შემსყიდველების იდენტიფიცირება), რაც ხელს შეუწყობს მათი პროდუქციის უცხოურ ბაზარზე გაყიდვებს და სწორ პოზიციონირებას.
მონაწილეებს ასევე ჩაუტარდებათ ვორკშოპები, იმაზე თუ როგორ წარადგინონ საკუთარი პროდუქცია საერთაშორისო ბაზარზე, როგორ დაუკავშირდნენ შემსყიდველებს და გაზარდონ გაყიდვები.
პროგრამის ფარგლებში, 4-6 სექტემბერს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და საკონსულტაციო კომპანია OCO-ის წარმომადგენლები ბენეფიციარ კომპანიებს ეწვევიან და ადგილზე გაეცნობიან საწარმოო პროცესს.
ეუთოს “მოსკოვის მექანიზმის” ანგარიშში, რომელიც საქართველოში ვითარების შესახებ დღეს გამოქვეყნდა, ნახსენებია უნივერსიტეტების ავტონომიის დაცვის აუცილებლობა. კერძოდ, საქართველოსთვის ერთ-ერთი რეკომენდაციაა, რომ უმაღლესი…
მთავრობამ 6 წელზე მეტი ასაკის ავტოიმპორტის აკრძალვა გადაიფიქრა. ამის შესახებ პრემიერ-მინისრმა ირაკლი კობახიძემ ცოტა ხნის წინ გამართულ სხდომაზე განაცხადა. “ჩვენ შემოვიღეთ…
მეტროსადგური „ვარკეთილი“ 16 მარტიდან მგზავრებს კვლავ ჩვეულ რეჟიმში, 06:00-დან 00:00 საათამდე მოემსახურება. მიუხედავად იმისა, რომ სადგური სრულად იხსნება, სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯერ…