საქართველოს ეროვნული ბანკი 2023 წლის სექტემბრის “თვის მიმოხილვას” აქვეყნებს

საქართველოს ეროვნული ბანკი 2023 წლის სექტემბრის “თვის მიმოხილვას” აქვეყნებს

მიმოხილვაში ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დეტალურ ანალიზს გაეცნობით. გამოცემის მიზანია ფართო საზოგადოებას ქვეყნის მოკლევადიანი (ერთთვიანი) მაკროეკონომიკური ანალიზი ოპერატიულად მიაწოდოს. ანგარიშში წარმოდგენილი ანალიზი  ამ ეტაპზე არსებულ უახლესს ინფორმაციას ეყრდნობა.

ძირითადი ტენდენციები

ინფლაცია

  • 2023 წლის აგვისტოში წლიურმა ინფლაციამ 0.9% შეადგინა, ხოლო ივლისთან შედარებით ფასებმა 0.7%-ით მოიმატა
  • დაბალ ინფლაციას დიდწილად ეგზოგენური შოკების ეტაპობრივი ამოწურვა განაპირობებს
  • ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების წლიურმა ინფლაციამ გასულ თვესთან შედარებით 1.1 პპ-ით მოიკლო, თუმცა ჯერ ისევ მაღალია და 6.1%-ს შეადგენს
  • საერთაშორისო ბაზრებზე შემცირებული სურსათის ფასები და გაიაფებული საერთაშორისო გადაზიდვების ღირებულება საქართველოს ბაზარს გადმოეცა და ინფლაცია შეამცირა. ბოლოდროინდელი ნავთობის ფასის ზრდამ წინა თვესთან შედარებით ბენზინის ფასი გააძვირა, თუმცა წლიურად კვლავ შემცირებულია. ინფლაციის დაბალ დონეზე შენარჩუნებას ასევე გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკაც ხელს უწყობს

 

საბანკო სექტორი

  • 2023 წლის ივლისში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხები წლიურად14.5%-ით გაიზარდა
  • უცხოური და ეროვნული ვალუტის დეპოზიტების ზრდის ტემპებიდან გამომდინარე, დეპოზიტების დოლარიზაცია, 2023 წლის ივლისში, წინა თვესთან შედარებით, 0.4 პპ-ით შემცირდა და 50.6%-ს შეადგენს.
  • ივლისში მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაცია, წინა თვესთან შედარებით, 0.1 პპ-ით გაიზარდა და 45.5%-ს გაუტოლდა

 

საგარეო სექტორი

  • იმპორტი – ივლისში საქონლის იმპორტი წლიურად 1.2%-ით გაიზარდა. საქონლის იმპორტის მატება უმეტესად სამომხმარებლო სახის საქონლის იმპორტის ზრდამ განაპირობა
  • ექსპორტი – ივლისში საქონლის რეგისტრირებული ექსპორტი წლიურად 0.7%-ით შემცირდა
  • ივლისში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების მოცულობა თვიურად 369.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 5.4 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა

გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე “პუბლიკაციების” რუბრიკაში.

მსგავსი სიახლეები

ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა 28 მაისს ამოქმედდება

ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა 28 მაისს ამოქმედდება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს, ჭოი ციენს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ჩინეთის…
ბირჟაზე ნავთობის ფასი გაიზარდა

ბირჟაზე ნავთობის ფასი გაიზარდა

საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე აღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება. ერთ კვირაში ბარელი ნავთობის ფასი საშუალოდ 2%-ითაა გაზრდილი და ამჟამად Brent-ის ფასი 89 დოლარს აღწევს,…
2024 წლის სამ თვეში საქართველოში ელექტროენერგიის გენერაცია 7%-ით გაიზარდა, მოხმარება კი 2%-ით

2024 წლის სამ თვეში საქართველოში ელექტროენერგიის გენერაცია 7%-ით გაიზარდა,…

2024 წლის პირველ სამ თვეში საქართველომ 3.69 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2%-ით მეტია. სემეკის…