ADB-იმ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა

ADB-იმ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა

აზიის განვითარების ბანკი 2023 წლის განმავლობაში საქართველოში 6%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს – ამის შესახებ ADB-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული განცხადებიდან ხდება ცნობილი. ბანკის ახალი შეფასება წინა პროგნოზთან შედარებით 1.5 პროცენტული პუნქტით უფრო მეტია. 6%-იანი ეკონომიკური ზრდა მთავრობის საბაზო პროგნოზთან შედარებით 0.5 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. 

“ADB-ის მთავარი ეკონომიკური პუბლიკაციის აზიის განვითარების პროგნოზის 2023 წლის სექტემბრის ანგარიშის განახლებული მიხედვით, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდა 2023 წელს 6%-ით განისაზღვრა, რაც ბანკის მიერ აპრილში ნავარაუდევ 4.5%-იან პროგნოზს აღემატება. ეკონომიკის ზრდა 2024 წელს 5%-ზე შენარჩუნდება ქვეყნის ეკონომიკაში ზრდის პოტენციალის დაბრუნებისა და შენელებული გლობალური ექსპანსიის ფონზე.

“იმედისმომცემი ეკონომიკური ზრდა და მნიშვნელოვნად შემცირებული ინფლაცია აჩვენებს, რომ საქართველოს ეკონომიკა განუხრელად მიიწევს წინ გასული წლების კოვიდ-19-ის პანდემიისა და გეოპოლიტიკური მოვლენებით გამოწვეული დაბრკოლებების გადასალახად,“ განაცხადა აზიის განვითარების ბანკის საქართველოში მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა კამელ ბუმადმა. „საქართველოს შეუძლია მეტი სარგებელი მიიღოს კლიმატგამძლე განვითარების პოლიტიკის წარმოებითა და ინფრასტრუქტურაში, ბიზნესსა და სოფლის მეურნეობაში კლიმატ-გონივრული გადაწყვეტილებების მხარდაჭერით.“

ანგარიშის მიხედვით, საქართველოში მნიშვნელოვანი 15.1%-იანი ზრდა დაფიქსირდა მშენებლობის, ხოლო – 10.2%-იანი მომსახურების სექტორებში. მომსახურების სექტორში ზრდა გამოიწვია საბითუმო და საცალო ვაჭრობაში 14.0%-იანმა დაწინაურებამ, საცხოვრებელი და სურსათის მომსახურებაში 15.7%-იანმა, საინფორმაციო და კომუნიკაციების სექტორის 44.2%-იანმა და ხელოვნების, გართობისა და რეკრიაციის სექტორში 17.2%-მდე ზრდამ, უმეტესწილად ტურიზმის აღდგენის შედეგად.

ინფლაციის კლება 2023 წელს 3%-მდეა მოსალოდნელი, აპრილში ნავარაუდევი 6%-ის ნაცვლად, რაც შედარებით სტაბილურმა ლარმა და ძლიერმა მაკროეკონომიკურმა პოლიტიკამ განაპირობა. 2023 წლის პირველ ნახევარში ბიუჯეტის მცირედი პროფიციტი მიღებულ იქნა მაღალი შემოსავლებისა და მიმდინარე ფისკალური კონსოლიდაცის შედეგად. სახელმწიფო ვალი დაბალ ნიშნულზე დარჩა და მშპ-ს 39.8% შეადგინა, რადგან ძლიერმა ეკონომიკურმა ზრდამ და შედარებით სტაბილურმა ლარმა მშპ-ს ზრდას შეუწყო ხელი.

მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მკვეთრად შემცირდა 2022 წელს მშპ-ს 13.5%-ის ექვივალენტიდან 2023 წელს 3.2%-მდე. ეს გამოიწვია მნიშვნელოვნად გაზრდილმა ფულადმა გადარიცხვებმა და ტურიზმიდან, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებიდან მიღებულმა ჭარბმა შემოსავალმა. 2022 წელს უცხოეთიდან ფულადი გადარიცხვების  რეკორდულად მაღალი რაოდენობის შემდეგ, 2023 წლის პირველ შვიდ თვეში ფულადი გადარიცხვების რაოდენობა წლიურად 27.5%-ით გაიზარდა და 2.7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რომელთაგან თითქმის ნახევარი რუსეთის ფედერაციაზე მოდის,”- ნათქვამია ADB-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

მსგავსი სიახლეები

უძრავ ქონებაზე მოთხოვნა განსაკუთრებით რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ქართველების მხრიდან გაიზარდა – Eristavi Estates

უძრავ ქონებაზე მოთხოვნა განსაკუთრებით რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ქართველების მხრიდან…

RENTALS & Eristavi Estates-ის მმართველი პარტნიორი ზურაბ ერისთავი საინვესტიციო ბანკ Galt & Taggart-ის მიმოხილვაში გამოკვეთილ აქცენტებს ეთახმება, რომლის მიხედვით, უძრავი ქონების…
არ გაუშვათ შესაძლებლობა ხელიდან… ჩვენი კავშირის კარი საბოლოოდ ფართოდ ღიაა! – ჰერჩინსკი

არ გაუშვათ შესაძლებლობა ხელიდან… ჩვენი კავშირის კარი საბოლოოდ ფართოდ…

წლის ბოლოს ევროკავშირი გადაწყვეტს, გადადგამს თუ არა საქართველო შემდეგ ნაბიჯს მისი წევრობისკენ. ეს შესაძლებლობა არსებობს სწორედ ახლა. არ გაუშვათ ის ხელიდან. ჩვენი…
„ნაბეღლავი“ კორეაშიც გაიყიდება

„ნაბეღლავი“ კორეაშიც გაიყიდება

„ნაბეღლავი“ უკვე კორეაშიც გაიყიდება, – ამის შესახებ “წყალი მარგებელის” სტრატეგიული განვითარების მენეჯერმა, თინა მახარაძემ გადაცემა რედაქტ2-ში სტუმრობისას განაცხადა. „ზოგადად, კომპანია იზრდება…