სემეკ-მა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია ავრცელებს.
კომისიის ცნობით, სემეკ-ის შემსწავლელ ჯგუფს მიენიჭა შეუზღუდავი წვდომა რეგულირებული საწარმოების მონაცემებსა და შესაბამის ინფორმაციებზე.
„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, საჯარო სხდომაზე განიხილა და დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიიღო გადაწყვეტილება 24 ივლისს საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლის შესახებ.
კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საკითხის შესწავლის ფარგლებში, სემეკ-ის შემსწავლელ ჯგუფს მიენიჭა შეუზღუდავი წვდომა რეგულირებული საწარმოების მონაცემებსა და შესაბამის ინფორმაციებზე.
მიმდინარე წლის 24 ივლისს, დაახლოებით 00:10 საათზე, ქვეყნის ენერგოსისტემაში განვითარებულმა სასისტემო ავარიულმა გათიშვამ ელექტროენერგიისა და სატელეკომუნიკაციო ქსელების შეფერხება გამოიწვია. შედეგად, თბილისსა და საქართველოს უმეტეს რეგიონში დროებით შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდება“, – ნათქვამია სემეკ-ის გავრცელებულ ინფორმაციაში.
სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ მედიასთან დენის გაძვირების მიზეზებზე ისაუბრა. “მარეგულირებელმა კომისიამ დღევანდელ სხდომაზე საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო ტარიფები დაადგინა როგორც დედაქალაქისთვის, ისე…
სემეკის გადაწყვეტილებით, თბილისისა და რეგიონის მოსახლეობისთვის ტარიფი 5 თეთრით გაძვირდა, ხოლო კომერციული სექტორისთვის (როგორც თბილისში, ისე რეგიონებში) ფასნამატი 4-6 თეთრი იქნება.…
2026 წლის იანვარში საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება წლიურად 1.4%-ით, 910 გვტ. საათამდე შემცირდა. ამის შესახებ “თიბისი კაპიტალის” ელექტროენერგიის ბაზრის იანვრის მიმოხილვაშია აღნიშნული. ჰიდროსადგურების გამომუშავება წლიურად შემცირებულია…