მედიანური ხელფასი საშუალო ხელფასზე 32%-ით ნაკლებია და 1,040 ლარს შეადგენს

მედიანური ხელფასი საშუალო ხელფასზე 32%-ით ნაკლებია და 1,040 ლარს შეადგენს

საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა მედიანური ხელფასები 2022 წლის მდგომარეობით 1,040 ლარს შეადგენს – ამის შესახებ საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. მედიანური ხელფასი ასახავს იმ ხელფასს, რომელსაც საშუალოდ ყველაზე მეტი ადამიანი იღებს, განსხვავებით საშუალო ხელფასისგან, რაც ყველას მიერ აღებული ხელფასების საშუალო არითმატიკულს წარმოადგენს.

2022 წელსვე საქართველოში საშუალო ხელფასი თვეში 1,543 ლარი იყო, რაც მედიანურ ხელფასს 32%-ით აღემატებოდა.

ორივე მაჩვენებელს აკლდება საშემოსავლო გადასახადი 20%-ის ოდენობით, შესაბამისად მედიანური ხელფასი სინამდვილეში 832 ლარს, ხოლო საშუალო ხელფასი თვეში 1,234 ლარს შეადგენდა.

საქსტატის თანახმად, საქმიანობების სახეების მიხედვით, 2022 წელს, შედარებით მაღალი მედიანური ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

• სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება – 1 703 ლარი; 
• ინფორმაცია და კომუნიკაცია – 1 637 ლარი; 
• სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა – 1 547 ლარი; 
• მშენებლობა – 1 500 ლარი;
• ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება – 1 425 ლარი.

ყველაზე დაბალი მედიანური ხელფასი კი განათლების სფეროშია და ის თვეში 747 ლარს შეადგენს.

საქსტატი მედიანური ხელფასების მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით განმარტებასაც აკეთებს:

“მომხმარებელთა მხრიდან ხელფასების სტატისტიკურ მონაცემებზე მზარდი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატი)დაიწყო შრომის სტატისტიკის დამატებითი მაჩვენებლის, დაქირავებით დასაქმებულთა მედიანური ხელფასის წარმოება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემების საფუძველზე. მისი გამოქვეყნება დაგეგმილია წლიური პერიოდულობით.

საშუალო თვიური ხელფასის გასაანგარიშებლად საქსტატი ახორციელებს საწარმოებისა და ორგანიზაციების გამოკვლევას, რომლის ფარგლებშიც ყოველკვარტალურად დაახლოებით 15 000 სუბიექტი, ხოლო წლიური პერიოდულობით დაახლოებით 18 000 სუბიექტი გამოიკითხება. გამოკვლევა ითვალისწინებს საწარმოებიდან და ორგანიზაციებიდან აგრეგირებული მონაცემების შეგროვებას სახელფასო ფონდის და დასაქმებულთა რაოდენობის შესახებ. აღნიშნული მხოლოდ საშუალო თვიური ხელფასის გაანგარიშების საშუალებას იძლევა და არ არის საკმარისი მედიანური ხელფასის დასადგენად.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ არსებული გამოკვლევის ფარგლებში მედიანური ხელფასის გასაანგარიშებლად, საწარმოებისგან/ორგანიზაციებისგან საჭირო იქნებოდა ინდივიდუალური მონაცემების მოპოვება, რაც მნიშვნელოვნად გაზრდიდა რესპონდენტების ტვირთს. ამიტომ, აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, მედიანური ხელფასის გაანგარიშება მთლიანად ეფუძნება ადმინისტრაციულ მონაცემთა წყაროებს,”- ნათქვამია საქსტატის პრესრელიზში. 

მსგავსი სიახლეები

დიდველისა და მიტარბის სასრიალო არეალების ხელოვნური გათოვლიანება მიმდინარეობს – როდის იგეგმება ტრასების გახსნა?

დიდველისა და მიტარბის სასრიალო არეალების ხელოვნური გათოვლიანება მიმდინარეობს –…

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის ტრასების სააგენტოს“ (MTA) ინფორმაციით, ბაკურიანში, დიდველისა და მიტარბის სასრიალო არეალებზე აქტიურად მიმდინარეობს ხელოვნური გათოვლიანების სამუშაოები…
საქართველო უღარიბესი ქვეყნებისთვის გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში მონაწილეობისთვის $10,000-ს გამოყოფს

საქართველო უღარიბესი ქვეყნებისთვის გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში მონაწილეობისთვის $10,000-ს…

საქართველოს მთავრობის 16 დეკემბრის განკარგულებიდან ირკვევა, რომ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიეცა უფლება გამოყოს 10,000 დოლარი ნებაყოფლობითი შენატანის სახით უღარიბესი…
10 თვეში საქართველოდან აშშ-ში ღვინის ექსპორტი 22.9%-ით 4.9 მლნ დოლარამდე შემცირდა – ღვინის ეროვნული სააგენტო

10 თვეში საქართველოდან აშშ-ში ღვინის ექსპორტი 22.9%-ით 4.9 მლნ…

2025 წლის 10 თვეში საქართველოდან აშშ-ში ღვინის ექსპორტი 22.9%-ით 4.9 მლნ დოლარამდე შემცირდა. შედეგად წელს აშშ-ში 794 607 ლიტრი ღვინო გავიტანეთ.…