ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2023 წლის 9 თვის ბიუჯეტი 108.2 %-ით შეასრულა – უწყება

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2023 წლის 9 თვის ბიუჯეტი 108.2 %-ით შეასრულა – უწყება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2023 წლის 9 თვის სახელმწიფო ბიუჯეტი 108.2%-ით ანუ 176.1 მილიონი ლარის გადაჭარბებით შეასრულა. ინფორმაციას უწყება ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, სახელმწიფო ბიუჯეტის საკასო ხარჯმა  2 მილიარდ 318 მლნ ლარი შეადგინა, რაც გეგმაზე (2 მლრდ 142.1 მლნ ლარი) 176.1 მილიონი ლარით მეტია.

„სამინისტრომ ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 220.1 მილიონი ლარით მეტი ფინანსური რესურსი მოახმარა, რაც სამინისტროს არსებობის ისტორიაში, 9 თვის შესრულების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მართვაში არსებულმა უწყებებმაც 2023 წლის 9 თვის გეგმებს გადააჭარბეს და ქვეყნის მასშტაბით, ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას მოახმარეს:

  • საავტომობილო გზების დეპარტამენტმა – 1 მილიარდ 492 მილიონი ლარი (გეგმის 109%);
  • სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა – 479.0 მილიონი ლარი (გეგმის 104%);
  • შპს “საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ – 309.3 მილიონი ლარი (გეგმის 115%);
  • შპს “მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ – 30 მილიონი ლარი (გეგმის 102 %).

მსგავსი სიახლეები

ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა 28 მაისს ამოქმედდება

ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა 28 მაისს ამოქმედდება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს, ჭოი ციენს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ჩინეთის…
ბირჟაზე ნავთობის ფასი გაიზარდა

ბირჟაზე ნავთობის ფასი გაიზარდა

საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე აღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება. ერთ კვირაში ბარელი ნავთობის ფასი საშუალოდ 2%-ითაა გაზრდილი და ამჟამად Brent-ის ფასი 89 დოლარს აღწევს,…
2024 წლის სამ თვეში საქართველოში ელექტროენერგიის გენერაცია 7%-ით გაიზარდა, მოხმარება კი 2%-ით

2024 წლის სამ თვეში საქართველოში ელექტროენერგიის გენერაცია 7%-ით გაიზარდა,…

2024 წლის პირველ სამ თვეში საქართველომ 3.69 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2%-ით მეტია. სემეკის…