გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ხილის ექსპორტიორთა ასოციაციის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე ქართული პროდუქციის რეალიზაციასთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებსა და ექსპორტის ზრდის პოტენციალის საკითხებზე იმსჯელეს.
„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული პროგრამების ხელშეწყობით, ყოველწლიურად იზრდება გაშენებული ბაღების ფართობები, რომლებიც უკვე მსხმოიარობის ეტაპზე გადადის; შესაბამისად, მოსავლიანობის ზრდის ტენდენცია ყოველწლიური იქნება, რაც ზრდის ადგილობრივი ფერმერების შემოსავლებს, თუმცა, მნიშვნელოვანია მიღებული მოსავლის დროული რეალიზაცია, რისთვისაც მზად უნდა იყვნენ ექსპორტიორები. ჩვენ მზად ვართ, ახალი ბაზრების მოძიებაში მხარდაჭერა გავუწიოთ დაინტერესებულ მხარეს, მით უმეტეს, რომ საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია ჩვენი სახელმწიფოს პრიორიტეტია“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა კენკროვანი, განსაკუთრებით, მოცვის ბაღების ფართობების ზრდის ტენდენციაზე და სახელმწიფოს მხრიდან მხარდამჭერი პროგრამების შემუშავებაზე, მათ შორის, „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის კენკროვანი კულტურების შესანახი მაცივრების თანადაფინანსების“ ახალ პროგრამაზე, რომელიც ფერმერებს შესაძლებლობას აძლევს, მალფუჭებადი კულტურები შეინახოს და შემდეგ, ეტაპობრივად, სასურველ ბაზრებზე მოახდინოს მისი რეალიზაცია.
ხილის ექსპორტიორთა ასოციაციის წევრებმა ბაზრების დივერსიფიკაციაში სახელმწიფოს მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და, სამომავლოდ, მსგავსი ტიპის სამუშაო შეხვედრების გამართვის სურვილი და აქტიური ჩართულობის მზაობა გამოთქვეს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილეები თენგიზ ნასარიძე და კახა კაკაბაძე, ასევე სამინისტროს სურსათის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თენგიზ კალანდაძე ესწრებოდნენ.
საქართველოს საპენსიო ფონდი მაისის შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ფონდის ზომამ გასულ თვეში 9.4 მილიარდ ლარს გადააჭარბა. სისტემაში სულ 1,553,262 ადამიანის დანაზოგები არის…
მიგრაციული პროცესების მართვის ეფექტიანი მექანიზმების შექმნისა და სახელმწიფო უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, შსს-მ მასშტაბური საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი შეიმუშავა. შს მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის…
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ აზერბაიჯანთან დამატებითი გაზის ხელშეკრულებაზე მიღწეული შეთანხმებით საქართველო დამატებითი გაზის ხელშეკრულებით კვლავ 500 მლნ მ3 გაზი შემოვა.…