სტატუსის მიღების შემდეგ EU-დან დონორული დაფინანსება შესაძლოა, გაორმაგდეს და €300 მლნ გახდეს – კახა გოგოლაშვილი

სტატუსის მიღების შემდეგ EU-დან დონორული დაფინანსება შესაძლოა, გაორმაგდეს და €300 მლნ გახდეს – კახა გოგოლაშვილი

რას მოუტანს საქართველოს სტატუსი და EU-სთან მოლაპარაკებების გახსნა? ეს არის საკითხი, რომელიც საქართველოში საზოგადოების დიდ ნაწილს აინტერესებს. ევროკომისიის დადებითი რეკომენდაციის შემდეგ წინ ევროსაბჭოს სხდომა და წევრი 27 სახელმწიფოს გადაწყვეტილებაა. სწორედ ევროკავშირის წევრი კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების შემდეგ შეეძლება საქართველოს ევროკავშირთან წევრობაზე მოლაპარაკებები გახსნას.

რონდელის ფონდის მკვლევარ კახა გოგოლაშვილის აზრით, საქართველო სტატუსის მიღების შედეგებს მყისიერად დაინახავს.

„მყისიერად უნდა ველოდოთ, ქვეყნის მიმართ საკრედიტო რეიტინგის აწევას, ინვესტორების მეტად დაინტერესებას საქართველოთი და ამის ხარჯზე დასაქმებას და ეკონომიკურ განვითარებას“,-აცხადებს გოგოლაშვილი.

გარდა იმისა, რომ სტატუსის მიღების შემდეგ ქვეყანას ეხსნება მეტი შესაძლებლობა ინვესტიციების მოსაზიდად, საქართველოს ევროკავშირისგან მეტი ფინანსური დახმარების მიღებაც შეეძლება. გოგოლაშვილის თქმით, ეს არსებული გათვლებით წლის განმავლობაში დაახლოებით 300 მილიონი ევროა, რომელსაც ქვეყანა მხოლოდ გრანტების სახით მიიღებს.

„ჩვენ ისედაც საკმაო დახმარებას ვიღებთ ევროკავშირისგან, მაგრამ ახლა მზადდება ევროკავშირში კონკრეტული რეფორმა, რომლის შედეგადაც სავარაუდოდ, იმ ქვეყნებს, რომლებიც გაწევრიანების გზაზე დგანან და კანდიდატი ქვეყნები არიან, შეიძლება ორჯერ გაეზარდოთ დახმარების მოცულობა. ვთქვათ, თუ ჩვენ დღეს ვიღებთ საშუალოდ გრანტების სახით მარტო 120-150 მილიონ ევრომდე წელიწადში, ეს თანხა გაიზრდება 300 მილიონ ევრომდე და მოხმარდება კონკრეტული რეფორმების გატარებას.

ამას გარდა გაგვეხსნება მეტი შესაძლებლობები ევროპის საინვესტიციო ბანკის კრედიტების მოსაზიდად, უფრო შეღავათიან პირობებზე, ვიდრე აქამდე იძლეოდნენ. ჩვენ მომავალში დაგვჭირდება რა თქმა უნდა, გრძელვადიანი კრედიტები ჩვენი ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად და სწრაფად განსავითარებლად“,-აცხადებს გოგოლაშვილი.

რონდელის ფონდის მკვლევარს მოლოდინი აქვს, რომ დეკემბერში საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიიღებს და ქვეყანას შეეძლება ევროკავშირთან მოლაპარაკებების ეტაპზე გადავიდეს. ეს თვისობრივად უკვე სხვა საფეხურია, რა დროსაც გოგოლაშვილის განცხადებით, საქართველოს აქვს შანსი ევროკავშირის რეგიონების განვითარების ფონდიდან სოლიდური დაფინანსება მიიღოს.

„ საუბარია, რომ ევროკავშირში ინტენსიურად იქნეს გამოყენებული რეგიონალური ფონდები იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც გაწევრიანების პროცესში არიან. ასეთი პრაქტიკა არსებობდა EU-ში გაწევრიანების მეხუთე ტალღის დროს, როცა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები გაწევრიანდნენ ევროკავშირში. მაშინ იყო რეგიონული თანამშრომლობის პროგრამა. პირდაპირ ევროკავშირის ბიუჯეტიდან, რომელიც განსაზღვრულია ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის, იქიდან იღებდნენ ქვეყნები რეგიონების განვითარებისთვის თანხებს და ეს პრაქტიკა შეიძლება განახლდეს და რეგიონული განვითარების ფონდებიდან ასევე მივიღოთ ჩვენ დაფინანსება“,-აცხადებს გოგოლაშვილი.

ის ასევე არ გამორიცხავს კიდევ უფრო გამარტივდეს საქართველოს მოქალაქეების მიმოსვლა ევროპაში.

„შეიძლება საქართველოს მოქალაქეების გადაადგილება ევროკავშირში კიდევ უფრო გამარტივდეს. ახლა გვაქვს 3-თვიანი უვიზო მიმოსვლა. არ არის გამორიცხული, ეს გაიზარდოს მომავალში“,-განაცხადა რონდელის ფონდის მკვლევარმა BM.GE-სთან ინტერვიუში.

მსგავსი სიახლეები

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს კვლავ პაატა კვიჟინაძე უხელმძღვანელებს

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს კვლავ პაატა კვიჟინაძე უხელმძღვანელებს

მე-11 მოწვევის პარლამენტმა კომიტეტების თავმჯდომარეები აირჩია. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს, წინა მოწვევის პარლამენტის მსგავსად, პაატა კვიჟინაძე უხელმძღვანელებს. პაატა კვიჟინაძე დეპუტატი იყო ასევე VIII,…
რატომ შემცირდა ოქროს ფასი?

რატომ შემცირდა ოქროს ფასი?

ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების ფონზე, საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს და ვერცხლის ფასები შემცირდა. ერთთვიან პერიოდში კორექციის მაჩვენებელი 2.5%-ს…
ევროპაში გაზის ფასი მკვეთრად გაიზარდა – მიზეზები

ევროპაში გაზის ფასი მკვეთრად გაიზარდა – მიზეზები

ევროკავშირის მასშტაბით ბუნებრივი აირის ღირებულება მკვეთრად იზრდება – ერთთვიან ჭრილში გაზის ფასი საშუალოდ 12%-ითაა მომატებული; ერთწლიან პერიოდში კი ბუნებრივი აირის გაძვირების…